ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება


ქ. თბილისი                                                                                                           26 აგვისტო 2010 წ.

მხარეები:

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია წარმოდგენილი რექტორის მანანა დოიჯაშვილის სახით (შემდგომში ”კონსერვატორია”) და ა.(ა).ი.პ. ”ჩვენი სკოლა” წარმოდგენილი დირექტორის ქეთევან სიხარულიძის სახით (შემდგომში "სკოლა") ურთიერთშორის 2010 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. საერთო პირობები

  • მხარეები აღიარებენ, რომ ხელშეკრულება იქნება ორივე მხარისათვის სასარგებლო და მოემსახურება ურთიერთთანამშრომლობის ინტერესებს.
  • მხარეები თანამშრომლობენ კონსერვატორიისა და სკოლის განვითარებისათვის აუცილებელ მიმართულებებში.

2. ხელშკრულების საგანი

  • სკოლის მოსწავლეები (რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ სამუსიკო სემინარიის მოსწავლეებს) გამოიყენებენ კონსერვატორიის მატერიალურ და ადამიანური რესურსებს და ისარგებლებენ სემინარიის ბიბლიოთეკით, ფონოთეკით, ვიდეოთეკით, სასადილოთი და საკონცერტო დარბაზით.
  • სემინარიის მოსწავლეები (რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს) ისარგებლებენ სპორტული დარბაზით და საკლასო ოთახებით.

3. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და პასუხისმგებლობა

  • ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
  • ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარე თუ წააწყდება რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.

4. ფორს-მაჟორი

  • მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან ფორს-მაჟორის შემთხვევაში.
  • ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა.

5. სხვა პირობები

  • წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ პირად ქართულ ენაზე. ორივე ეკზემპლარის ტექსტი იდენტურია და გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
  • წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია მხარეთა შთანხმებით, ან ერთ-ერთი მხარის მიერ 2 კვირით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
  • შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

კონტაქტი:

სამუსიკო სემინარია

ტელ: (+995 32) 2 94 25 40

          (+995 32) 2 95 30 53

მისამართი: თბილისი,
გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N42