"ჩვენი სკოლა"

"ჩვენი სკოლა" ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიასთან თანაარსებობის პირობებშია. ჩვენი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა შექმნილია მხოლოდ მუსიკალური ნიჭით გამორჩეული ბავშვებისთვის, რომლებიც ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეების არიან. აქედან გამომდინარე, "ჩვენი სკოლის" განსაკუთრებულობა მუსიკალური და ზოგადი საგნების ერთობლივ შეთანხმებულ სწავლებაში მდგომარეობს, რაც აისახება სკოლის სასწავლო საათობრივ ბადეში.

"ჩვენი სკოლის" მისიაა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით მოსწავლეებში საგნობრივიცოდნის, მისი პრაქტიკაში პრაქტიკაში გამოყენების უნარის ფორმირებაზე ზრუნვა, მათი კულტურული,  

სოციალური, პიროვნული და აკადემიური ზრდისთვის ჰარმონიული და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს სწავლის პროცესის ეფექტურად წარმართვის საშუალებას, მოსწავლეებში ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გამომუშავებას, მოქალაქეობრივი აზროვნებისა და პიროვნული თავისუფლების მაღალ ხარისხს.

"ჩვენი სკოლის" მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი, სასწავლო პროცესში ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების, ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, სემინარიასთან თანაარსებობის პირობებში მუსიკალური და ზოგადი საგნების საფუძვლიანი შესწავლა, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა განაპირობებს იმ საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც კურსდამთავრებულის კონსერვატორიისა ან სხვა უმაღლეს სკოლაში სწავლის გაგრძელებას უზრუნლყოფს.

კონტაქტი:

სამუსიკო სემინარია

ტელ: (+995 32) 2 94 25 40

          (+995 32) 2 95 30 53

მისამართი: თბილისი,
გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N42