თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

სამაგისტრო პროგრამები:

1. საშემსრულებლო ხელოვნება

სპეციალობები:

  • კლავიშიანი საკრავები
  • ორგანი
  • საორკესტრო  სიმებიანი საკრავები
  • საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები
  • სოლო აკადემიური სიმღერა
  • აკადემიური გუნდის დირიჟორობა

2. კომპოზიცია

3. მუსიკისმცოდნეობა

      სპეციალობები:

  • მუსიკის თეორია
  • მუსიკის ისტორია
  • ეთნომუსიკოლოგია
  • საეკლესიო მუსიკოლოგია

4. მუსიკის ტექნოლოგია


სწავლების ფორმა - დღის დასწრებული
ყველა სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი (4 სემესტრი, 120 ECTS)

სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირები.

სამაგისტრო პროგრამებზე ”მუსიკისმცოდნეობა” და ”კომპოზიცია” აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება შერეული წესით - საერთო სამაგისტრო გამოცდისა და კონსერვატორიის კონკურსის (შემოქმედებითი ტურის/ების) საფუძველზე. სხვა სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტი აბარებს მხოლოდ შემოქმედებით ტურს/ებს.

სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში აბიტურიენტი აბარებს კოლოკვიუმს მის მიერ არჩეული სპეციალობის/პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. კოლოკვიუმის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება მისი დაშვება სპეციალობის გამოცდაზე.

 


კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ტელ: (+995 32) 2 98 70 27,

email: study@tsc.edu.ge

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10