თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე - მუსიკა:


პროგრამის ხანგრძლივობა და დაშვების წინაპირობა:

  • ხანგრძლივობა: 1 წელი (60 კრედიტი);
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა მუსიკაში.


სწავლის საფასური: 2150 ლარი

 
ადგილების რაოდენობა:
სახელმწიფო გრანტით დაფინანსებით - 5 ადგილი
თვითდაფინანსებით - 5 ადგილი
       შენიშვნა: გრანტის განაწილება ხდება უსდ-ს მიერ განსაზღვრულ საგნობრივ გამოცდაში მიღებული შეფასების მიხედვით;
 


რეგისტრაციის და გამოცდის ჩატარების განრიგი:

  • 28 სექტემბერი (IV სართული, N421)  გამოცდის ჩატარება - გამოცდაზე აპლიკანტს მოეთხოვება საგამოცდო ბილეთით განსაზღვრული საკითხების მიხედვით მუსიკის გაკვეთილის დაგეგმვა (წერითი) და ჩატარება (პრაქტიკული).


 
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 298 70 27 
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge

მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10