დადგენილება № 01/2021 – სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მისაღებ გამოცდაზე უცხო ენის გამოცდაში ერთჯერადი ცვლილების შესახებ

 


თარიღი: 18.01.2021
დადგენილება № 01/2021


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამენაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 18იანვრის № 01 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 01),

 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მისაღებ გამოცდაზე უცხო ენის გამოცდაში ერთჯერადი ცვლილება. გამოცდა ჩატარდეს ონლაინ, ზეპირი ფორმატით და მოიხსნას წერითი კომპონენტი (დანართი №1 - საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 16 იანვრის სხდომის № 6 გადაწყვეტილება; დანართი № 2 - კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 16 იანვრის სხდომის № 1 გადაწყვეტილება);

2. დადგენილება დაეგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს;

3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;

4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;

5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვისვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).


ნანა შარიქაძე

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.