სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო დეპარტამენტი
ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მარიკა ნადარეიშვილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მუსიკის ყველა  მიმართულებით ახორციელებს. ეს ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დამკვიდრდა კათედრების დაარსებასთან ერთად. დღეისათვის კონსერვატორიის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები წარმატებით იკვლევენ ფართო სპექტრის პრობლემატიკას (პრიორიტეტული მიმართულებებია _ ძველი ქართული პროფესიული და ხალხური შემოქმედება, სხვადასხვა ეპოქის ევროპული პროფესიული მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია). მათი კვლევები ხორციელდება როგორც კონსერვატორიის, ისე სხვადასხვა ფონდის (მათ შორის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის) გრანტების ფარგლებში.

სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი (ფუნქციონირებს 2010 წლიდან) წარმოადგენს კონსერვატორიის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც არეგულირებს კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით, შემოქმედებით მუშაობას (მუსიკოლოგიისა და საშემსრულებლო მიმართულებებით). დეპარტამენტის ფუნქციებში ასევე შედის სამეცნიერო, მათ შორის, საგრანტო პროექტების მართვა, სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება/კოორდინირება, საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამეცნიერო ცენტრებთან კავშირების დამყარება; ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად 2003 წელს დაარსებული ელექტრონული რეფერირებული სამეცნიერო ჟურნალის „მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“ (http://gesj.internet-academy.org.ge/en/title_en.php?b_sec=§ion_l=muz) გამოცემის მონიტორინგი (მთავარი რედაქტორი პროფ. მ. ქავთარაძე).

სამეცნიერო დეპარტამენტის ინიციატივით დაარსდა „თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია“, რომელიც 2015 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება; ელექტრონული ბაზების მოძიებისა და დანერგვის კუთხით მიმდინარე ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩაირთო წამყვანი აკადემიური ელექტრონული ბაზები; შეიქმნა კონსერვატორიის სარედაქციო-საექსპერტო საბჭო, რომლის მიზანია: სასწავლო კურსების ლიტერატურით უზრუნველყოფა, სამეცნიერო კვლევების ძირითად მიმართულებებზე დაყრდნობით მეთოდური, სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება, პრიორიტეტული თემატიკის გამოკვეთა.

 

სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი:
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარიკა ნადარეიშვილი

სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის კოორდინატორები: ანა ჯუღელი, შორენა მეტრეველი

 

სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო დეპარტამენტი ანგარიშები:

 

სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო დეპარტამენტის მუსაობის წლიური ანგარიში - 2020

სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო დეპარტამენტის მუსაობის წლიური ანგარიში - 2019

სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო დეპარტამენტის მუშაობის წლიური ანგარიში - 2016 - 2017

სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო დეპარტამენტის მუშაობის წლიური ანგარიში - 2015 - 2016

სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო დეპარტამენტის მუსაობის წლიური ანგარიში - 2014 - 2015



 

კონტაქტი:

სამეცნიერო კვლევების საკოორდინაციო

დეპარტამენტი

ოთახი: 226

ტელ: (+995 32) 2 98 71 88

email: science@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10