დადგენილება 03/2021 - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სადოქტორო პროგრამების მისაღებ გამოცდებზე აპლიკანტთა რეგისტრაციისთვის წარმოსადგენ დოკუმენტაციის ნუსხაში დამატების შესახებ

 

 

 

თარიღი: 20.01.2021

დადგენილება №03/2021


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- მუხლის პირველი ნაწილის, 52- მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53- მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54- მუხლის პირველი ნაწილის, 55- მუხლის, 56- მუხლის მე-3 ნაწილის, 57- მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებულისაჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდებისმე-8 მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 იანვრის № 02 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 02),

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

  1. დამტკიცდეს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სადოქტორო პროგრამების მისაღებ გამოცდებზე აპლიკანტთა რეგისტრაციისთვის წარმოსადგენ დოკუმენტაციის ნუსხაში დამატება და ჩამოყალიბდეს შემდგეი სახით: სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული სამუსიკო განათლების (მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომის აღიარებისა და ნამდვილობის დოკუმენტის რეგისტრაციის პერიოდში არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტს ამ დოკუმენტის წარმოსადგენად მიეცეს  სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან დამატებით 1 (ერთი) თვის ვადა. აღნიშნულ ვადაში ასეთი დოკუმენტის ვერ წარმოდგენის შემთხვევაში პირს შეუწყდეს დოქტორანტის სტატუსი;
  2. დადგენილება დაეგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანებს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს
  3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
  4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
  5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში . თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: . თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

        


       

ნანა შარიქაძე

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე