დადგენილება № 02/2021 - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის ასანაზღაურებელ დისციპლინათა გეგმაგრაფიკის დამტკიცების შესახებ

 

 

 

 

თარიღი: 20.01.2021

დადგენილება № 02/2021

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 იანვრის № 02 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 02)

 

 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის ასანაზღაურებელ დისციპლინათა გეგმა-გრაფიკი (დანართი №1; დანართი №2; დანართი №3)

2. დადგენილება დაეგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ასანაზღაურებელი დისციპლინების პედაგოგებს;

3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;

4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე; 5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

 

ნანა შარიქაძე

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე