ქეთევან ბოლაშვილი 1982-87 წწ. სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე. სწავლა განაგრძო ხელოვნებათმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) ასპირანტურაში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა, ხოლო 1994 წ. ამავე ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “Сонористические средства и проблемы крупной инструментальной композиции”.
1991 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და მუსიკის ისტორიის კათედრებზე და კითხულობს ლექციებს XX საუკუნის მუსიკის ისტორიაში, XX საუკუნის მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზსა და მუსიკალურ-თეორიული სისტემების ისტორიაში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. 1996 წლიდან დოცენტია.
1995 წლიდან ქ. ბოლაშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი საზოგადოების ხელმძღვანელია. 1998 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა  “საქართველოს ახალგაზრდა კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა ასოციაცია” და ამავე წლიდან მისი პრეზიდენტია. 1997 წლიდან არის საქართველოს საერთო ეროვნული კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
1998 წელს დააარსა კონსერვატორიის სტუდენტური გაზეთის "OPUS 1" და გახდა მისი მთავარი რედაქტორი, ხოლო 2005 წლიდან  "OPUS 1"   შეუერთდა გაზეთ “კულტურას”, რომელსაც ერთობლივად გამოსცემს კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გაზეთი გამოდის ყოველ მეორე პარასკევს. 2003 წლიდან ქეთევან ბოლაშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ელექტრონული ჟურნალის ვიცე-რედაქტორია.
ქ.ბოლაშვილი 2004 და 2005 წწ. საქართველოში ჩატარებული თანამედროვე მუსიკის ფესტივალის დირექტორია.
2005-2006 სასწ. წ. იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუსიკისმცოდნეობა-საკომპოზიტორო ფაკულტეტის წარმომადგენელი გახდა.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქ. ბოლაშვილს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები და წერილები პერიოდულ პრესაში.
ქ. ბოლაშვილის ხელმძღვანელობით კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის 9 სტუდენტს აქვს დაცული სადიპლომო შრომა (წელს ამთავრებს მეათე). გარდა ამისა, იგი იყო 4 ასისტენტ-სტაჟიორის რეფერატის ხელმძღვანელი.
ბოლაშვილს მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ქეთევან ბოლაშვილის ინტერესების სფერო ძირითადად დაკავშირებულია ახალი მუსიკის თეორიისა და ისტორიის პრობლემატიკასთან, მუსიკალურ-თეორიული აზრის განვითარების საკითხებთან.

 

ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები:

  1. ახალი ქართული მუსიკა: ძიებები, პრობლემები, პერსპექტივები // მუსიკისმცოდნეობის საკითხები. სამეცნიერო შრომების კრებული. თბილისი, 2001 – გვ. 50-54
  2. ჩარლზ აივზიზ მუსიკალური აზროვნების პარადოქსულობა // ამერიკის შესწავლის საკითხები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002 – გვ. 342-348
  3. იგივეობის პრინციპი XX საუკუნის მუსიკალურ კომპოზიციაში // მუსიკისმცოდნეობის საკითხები. სამეცნიერო შრომების კრებული. თბილისი, 2003 – გვ. 64-72
  4. არნოლდ შონბერგის მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებები (შემოქმედების ამერიკული პერიოდის წერილების მიხედვით) // ამერიკის შესწავლის საკითხები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005
  5. XX საუკუნე: მუსიკა და მუსიკოსები – სამეცნიერო-პოპულარული რადიოგადაცემების ციკლის ექსპერტი (საქართველოს რადიოს I არხი) – 2001 წლის მარტი-ოქტომბერი. გადაცემების რაოდენობა – 26; გადაცემების ქრონომეტრაჟი – 45 წთ.


  1. 6 Bardanashvili, Ioseb // The New Grove Dictionary of Music and Musicians. London, 2000
  2. Gabichvadze, Revaz // The New Grove Dictionary of Music and Musicians. London, 2000
  3. Dolidze, Victor // The New Grove Dictionary of Music and Musicians. London, 2000