კონსერვატორიის მზრუნველთა საბჭო შეიქმნა 2002 წელს. მზრუნველთა საბჭოს წევრები არიან:  მამუკა ხაზარაძე, ავთო წერეთელი, გოგი თოფაძე, ქართუ ჯგუფი.

”ქართუ ჯგუფის” მხარდაჭერით განხორციელდა I და II სართულების რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები: ბიბლიოთეკა, სასადილო, სასწავლო აუდიტორიები; შეიძინა როიალი Stenwei & Sons, პირვანდელი სახით აღდგა კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზი.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი პატარკაციშვილის, ავთო წერეთლის, გოგი თოფაძის მხარდაჭერით განხორცილდა III და IV სართულების რეკონსტრუქცია. გარემონტდა სასწავლო აუდიტორიები, კამერული დარბაზი, საგუნდო კლასი, ორკესტრის სარეპეტიციო აუდიტორია, კონფერენცდარბაზი, ფოლკლორის კაბინეტები, ფონოტეკა, იგი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუდიო აპარატურით.