დადგენილება № 08/2021 - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მიმართულებათა 2021 წლის სასწავლო-შემოქმედებითი გეგმის დამტკიცების შესახებ
თარიღი: 05.02.2021
დადგენილება № 08/2021
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 05 თებერვლის № 05 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 05),
აკადემიური საბჭო ადგენს:
- დამტკიცდეს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მიმართულებათა 2021 წლის წარმოდგენილი დანართი № 1-ის სახით;
- დადგენილება დაეგზავნოს სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
- დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
- დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
- წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე