დადგენილება № 11/2021 - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზის დებულების განხილვისა და წარმომადგენლობით საბჭოზე დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ
თარიღი: 19.02.2021
დადგენილება № 11/2021
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა და ცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 19 თებერვლის № 07 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 07),
აკადემიურისაბჭოადგენს:
- სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ განხილული მცირე დარბაზის დებულება დასამტკიცებლად გადაეგზავნოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობით საბჭოს;
- დადგენილება დაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზის ადმინისტრაციას;
- დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;
- დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
- წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე