კონსერვატორიის სასწავლო დეპარტამენტი კურირებს სასწავლო პროცესს, რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან. დეპარტამენტის მიზანია, ფაკულტეტებსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობით, კონსერვატორიაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე მოსამზადებელ და სასერტიფიკატო კურსებზე სასწავლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელება.


დეპარტამენტი მენეჯმენტს უწევს სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ მხარეს და აწარმოებს მის მონიტორინგს. დეპარტამენტი ასევე უზრუნველყოფს სტუდენტთა მისაღები და საკვალიფიკაციო გამოცდების, მობილობის პროცესის წარმართვას; ახდენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომები, სერტიფიკატები) მომზადებას, გაცემასა და აღრიცხვას.


სასწავლო დეპარტამენტის უფროსი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაია ტაბლიაშვილი


სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ნანა კალანდაძე
სასწავლო დეპარტამენტის სპეციალისტი: რუსუდან თაბაგარი






 

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ოთახი: 228

ტელ: (+995 32) 2 98 70 27

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10