გამოცემები წლების მიხედვით

მუსიკალური ალმანახი
                 1

გამოცემა ეძღვნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლისთავს

პროექტის კოორდინატორი: ქეთევან ბაქრაძე
შემდგენელი: ზურაბ ნადარეიშვილი
რედაქტორი: ქეთევან ბოლაშვილი
ხმის რეჟისორი: პავლე კვაჭაძე

 

ISMN 979-0-802100-87-9
2017 წ.

 

 

 

 

 

კონსერვატორიის ახალი რეგულარული გამოცემის - სანოტო კრებულების სერიის პირველი გამოშვება  ეთმობა საფორტეპიანო მუსიკას.  მასში შესული  ნაწარმოებები,  მართალია,  სხვადასხვა  წლებშია შექმნილი, მაგრამ პირველად ქვეყნდება. კრებულში წარმოდგენილია კომპოზიციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა სტილით, გამომსახველი ხერხებით, მხატვრული შინაარსით განსხვავებული თხზულებები; როგორც ტექნიკურად და შინაარსობრივად რთული ნაწარმოებები, ისე მცირემასშტაბიანი პიესები, მათ შორის საბავშვოც. ნოტებს წინ უძღვის ვრცელი,  შესავალი ტექსტი მუსიკოლოგიური ანოტაციებით ქართულ და ინგლისურ ენებზე (წინასიტყვაობის ავტორია ქ. ბოლაშვილი); თანდართული აქვს ჩანაწერების ორი კომპაქტდისკი  (შემსრულებლები: ნინო ჟვანია, თამარ ჟვანია, გიორგი სირბილაშვილი). ამრიგად, გამოცემა აერთიანებს მუსიკალური ხელოვნების სამ სფეროს  - საკომპოზიციოს,   საშემსრულებლოსა და სამუსიკისმცოდნეოს. კონსერვატორიის მუსიკალური ალმანახი ასეთი სახის პირველი გამოცემაა საქართველოში. გამოცემის პრეზენტაცია -  კონცერტი შედგა 2018 წლის 17 დეკემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში.

 

                                                                                                                                                             

 

სარჩევი







კონტაქტი:

გამომცემლობა

ოთახი: 226

ტელ: (+995 32) 2 98 71 88

email: publishing@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10