აკადემიური საბჭო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მართვის ორგანოა, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი.
აკადემიური საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს კონსერვატორიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს და ახორციელებს წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აკადემიური საბჭოს წევრები:
შარიქაძე ნანა
ბულია თამარ
გოცირიძე მანანა
ლესელიძე ნანი
მარუაშვილი ლეილა
ქავთარაძე მარინა
შავერზაშვილი გიორგი