დადგენილება № 13/2021 - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სახელობითი სტიპენდიების გაცემისთვის სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმების ცვლილების შესახებ
თარიღი: 19.02.2021
დადგენილება № 13/2021
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველიდა მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე- 3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთ ადაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, საშემსრულეობლო ფაკულტეტის 2021 წლის 13 თებერვლის სხდომის № 2 დადგენილების და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 19 თებერვლის № 07 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 07),
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სახელობითი სტიპენდიების გაცემისთვის სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.1. ძირითად სპეციალობაში ერთნაირი ქულის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციალობის ბლოკის სარეიტინგო გამოთვლილ ქულას;
1.2. სპეციალობის ბლოკში დაგროვილი ერთნაირი ქულის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება თეორიულ ბლოკში დაგროვილ
სარეიტინგო ქულას;
1.3. საშემსულებლო ფაკულტეტზე სახელობითი სტიპენდიები ნაწილდება მიმართულებების მიხედვით, თითო სტიპენდია ერთ სტუდენტზე. გამონაკლის შემთხვევაში სახელობითი სტიპენდია შეიძლება გაიყოს
ორად;
2. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდეს პანდემიური საფრთხის ამოწურვამდე;
3. დადგენილება დაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სასწავლო დეპარტამენტს, საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანს, საშემსრულებლო ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
4. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ გვერდზე www.tsc.edu.ge;
5. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე