დადგენილება № 07/2021 - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების პროფესორის, შალვა მოსიძისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ
თარიღი: 05.02.2021
დადგენილება № 07/2021
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2019 წლის 05 დეკემბრის N 10 სხდომის ოქმით დამტკიცებული „სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები“-ს მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 05 თებერვლის № 05 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 05),
აკადემიური საბჭო ადგენს:
- მიენიჭოს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების პროფესორს, შალვა მოსიძეს ემერიტუსის წოდება და თანამდებობრივ სარგოდ მიეცეს კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობისათვის გათვალისწინებული სახელფასო თანხის 60%;
- დადგენილება დაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კონსერვატორიის ბუღალტერიას, სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს;
- დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებგვერდზე www.tsc.edu.ge;
- დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
- წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე