სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე

აპლიკანტთა რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია

 

1. შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (დანართი №1, შევსებული, ხელმოწერილი, დასკანირებული pdf);

2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

3. აკრედიტებული უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული  მუსიკის  მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დიპლომის დანართის დედანი; / თუ დიპლომი და დანართი ჯერ არაა გაცემული,ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ; / უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დოკუმენტი, გაცემული საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. (ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ელ. ასლი);

4. გამოცდების საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი;

5. ფოტოსურათი (3X4-ზე) ელექტრონული (JPG) სახით;

6.  ავტობიოგრაფია - CV (დანართი  №2  pdf);

7.  პორტფოლიო (კანდიდატის აქტივობების დამადასტურებელი მასალები, რომელიც ასახავს მის პროფესიულ განვითარებას):

      სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ -სერტიფიკატები,  კონფერენციების პროგრამები, სტატიების სატიტულო გვერდები და სარჩევი და ა.შ.;

        სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ - ნაწარმოებების ქრონოლოგიურად დალაგებული ჩამონათვალი, სერტიფიკატები, ჯილდოები, აფიშები, კონცერტების, კონფერენციის პროგრამები, პარტიტურები, სანოტო გამოცემების, სტატიის სატიტულო გვერდები და სარჩევი, აუდიო-ვიდეო მასალა  და ა.შ.;

      ●  სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ - საკონცერტო მოღვაწეობის დამადასტურებელი პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, კონცერტების,  კონფერენციის პროგრამები, დისკები და ა.შ.). 

 

8. საგამოცდო დოკუმენტაცია:

სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“სადისერტაციო კვლევის საპროექტო განაცხადი (დანართი №3 /სამუსიკისმცოდნეო კვლევები/ შევსებული, ხელმოწერილი, დასკანერებული pdf) და დარგის პროფილის შესაბამისი ერთი სტატია/რეფერატი (სამუსიკისმცოდნეო პროფილის ნაშრომში /მოცულობა: 0.5 ნაბეჭდი თაბახი, 7-12 გვერდი/ დასმული პრობლემა არ არის აუცილებელი ორიგინალური და ახალი იყოს. ამ თვალსაზრისით, ნაშრომი შეიძლება ატარებდეს ნაწილობრივ რეფერატულ ხასიათს და არ არის აუცილებელი იყოს გამოქვეყნებული).

სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ სადისერტაციო კვლევის საპროექტო განაცხადი (დანართი №3 /კომპოზიცია/, შევსებული, ხელმოწერილი, დასკანერებული pdf) და აპლიკანტის ორი ნაწარმოები: ა) ინსტრუმენტული/ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკის შემთხვევაში აგზავნის პარტიტურების pdf და mp3 ფაილების ფორმატში, ასევე ნაწარმოების ანოტაციის pdf ფაილს; ბ) ელექტრონული მუსიკის შემთხვევაში ჩანაწერს mp3 ფორმატში და ნაწარმოების ანოტაციის pdf ფაილს; მრავალარხიანი ნაწარმოების შემთთხვევაში მრავალარხიანი ფაილიც უნდა იყოს (.aiff ფორმატში) და სტერეო მიქსდაუნიც; გ) აუდიოვიზუალური მუსიკის შემთხვევაში ვიდეოს mp4 ფორმატში და ნაწარმოების ანოტაციის pdf  ფაილს;

სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“  სპეციალობის შემოქმედებით ტურში  მისაღებ გამოცდაზე შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი;ქრონომეტრაჟით (აპლიკანტის წარმოდგენილი საშემსრულებლო პროგრამა, ყოველი მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოცდამდე გაივლის შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელის მიერ შემოწმებას: ქრონომეტრაჟის, პროგრამის სირთულის შესაბამისობას მისაღებ მოთხოვნებთან); ასევე მომავალი სადისერტაციო ნაშრომის გაფართოებული  გეგმა (5-6გვ.); (პროგრამაც და გეგმაც უნდა იყოს ხელმოწერილი, დასკანერებული pdf); (შენიშვნა: „აკად. გუნდის დირიჟორობის“ სპეციალობაზე ჩაბარების მსურველმა აუცილებელია წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი/ცნობა იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად არის გამოცდაზე წარმოდგენილი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი/ თანახელმძღვანელი/ დირიჟორი/ ქორმაისტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება). 

 

შენიშვნა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 20-21 ს.წ. საგაზაფხულო სემესტრისთვის მისაღები გამოცდებიჩატარება დაიშვება როგორც ფიზიკური, ისე ონლაინფორმატით (ონლაინ-რეჟიმში ჩაბარების ან ჩანაწერის გაგზავნის გზით); საშემსრულებლო მიმართულებით სპეციალობის საგამოცდო პროგრამის ჩანაწერი გამოგზავნილი უნდა იყოს რეგისტრაციის დროს. ამ შემთხვევაში აუცილებელიაა უდიო/ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოგზავნა (ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური ცნობა დაწესებულებიდან/სტუდიიდან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ აპლიკანტის საგამოცდო პროგრამა მის მიერაა შესრულებული რეგისტრაციამდე არაუგვიანეს 1 წლისა). გამონაკლისია სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“, სადაც გამოცდა ჩატარდება ფიზიკურად კონსერვატორიაში.

 

9. არსებობის შემთხვევაში უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური - დამატებით მხოლოდ პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, უცხო ქვეყნის  მოქალაქეებისათვის - ქართული) არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი - საერთაშორისო აღიარების მქონე (TOEFL, IELTS, CAMBRIDGE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული - სერტიფიკატი (დედნის ელ.ასლი); ანშესაბამისენაზე განათლების დამადასტურებელი (ბაკალავრის/მაგისტრის) დიპლომის  ელ.ასლი.!!!ამ შემთხვევაში აპლიკანტი თავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან; თუ აპლიკანტს არ გააჩნიააღნიშნული დოკუმენტაცია, მას უტარდება გამოცდა განცხადებაში მითითებულ უცხო ენაში (მოთხოვნა: უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა).

 

რეგისტრაცია: სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის აუცილებელია მითითებულ ვადებში დოკუმენტების ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge გამოაგზავნა.

შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ერთი დაარქივებული საქაღალდის სახით. არასრული დოკუმენტაცია არ მიიღება; საბუთები მიღებულად ჩაითვლება, თუ აპლიკანტი ზემოთ აღნიშნული ელექტრონული ფოსტიდან პასუხისმგებელი პირისგან მიიღებს დასტურის წერილს.

გაფრთხილება: გაყალბებული დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად, აპლიკანტი არ დაიშვება გამოცდებზე, ან მისაღები გამოცდების შედეგები ანულირდება, რაც დამოკიდებულია დოკუმენტის სიყალბის დადასტურების დროზე.





კონტაქტი:

ტელ.: (+995 32) 2 98 70 27

ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მის:
0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ.№ 8-10