ფონოტეკის შესახებ:

ფონოტეკის კაბინეტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებისთანავე, 1917 წელს გაიხსნა. წლების მანძილზე მუსიკალური ჩანაწერები მხოლოდ მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ინახებოდა, 90-იანი წლების ბოლოდან კი დაიწყო ძველი ფირსაკრავებიდან მთელი ხმოვანი მასალის გადატანა კომპაქტ-დისკებზე.

2002 წელს ფონოტეკის ძირეული რეორგანიზაცია მოხდა. შეიცვალა მისი ტერიტორიული განთავსების პირობები, ტექნიკური აღჭურვილობა.

ამჟამად ფონოტეკა სამ კაბინეტს მოიცავს: მოსასმენ დარბაზს, რომელშიც 12 კაბინაა დამონტაჟებული, მუსიკალური ჩანაწერების საცავს და აუდიო ჩამწერ სტუდიას, სადაც წარმოებს საარქივო ჩანაწერების გადატანა კომპაქტ-დისკებზე.

ფონოტეკა აღჭურვილია კომპიუტერებით, აუდიო და ვიდეოაპარატურით, ტელევიზორით, DVD პლეერებით.

ამჟამად ჩანაწერთა საცავში უკვე 3000-მდე კომპაქტ-დისკი არსებობს. აქედან 300-მდე დისკზე ქართული პროფესიული და ხალხური მუსიკის ნიმუშებია ჩაწერილი, ხოლო დანარჩენი 2500-მდე დისკი კი დასავლეთ ევროპის, ამერიკის, რუსული, აღმოსავლური და მრავალი სხვა მუსიკალური კულტურის ნიმუშებს წარმოადგენს. ჩანაწერები სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის ნაწარმოებებს მოიცავს: შუასაუკუნეების მუსიკალური კულტურის ნიმუშებით დაწყებული XX-XXI საუკუნეების უახლესი მუსიკალური ნაწარმოებებით დამთავრებული.


ფონოტეკის ჩანაწერთა ფონდის შევსებაში დიდი წვლილი მიუძღვით კონსერვატორიის მეგობრებს - ქალბატონ ელისაბედ გასტს, ბატონ მარკ მალკოვიჩ III-ეს, ი.ბარდანაშვილს, გია ყანჩელს და გასტროლებსა და მასტერკლასებზე ჩამოსულ მუსიკოს-შემსრულებლებს.


 

ფონოტეკის მომსახურე პერსონალი:

 


კაბინეტის გამგე - ლია ნაცვლიშვილი

ლაბორანტები  -   თამარ ხაზარაძე,  ბელა ოხანაშვილი
 

კონტაქტები:

ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 10 - 18:30 სთ.
ელ-ფოსტა: phonoteque@tsc.edu.ge

კონტაქტი:

ბიბლიოთეკა

ტელ: (+995 32) 2 98 71 83

email: library@tsc.edu.ge,

 

 

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 19:00

შაბათი: 10:00 -16:00