დადგენილება № 09/2021 - სსიპ - თბილისისვანოსარაჯიშვილისსახელობისსახელმწიფოკონსერვატორიისსამუსიკო სემინარიის ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
თარიღი: 12.02.2021
დადგენილება № 09/2021
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველიდა მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთ ადაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციების, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გაცემული რეკომენდაციების და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 თებერვლის № 06 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 06),
აკადემიურისაბჭოადგენს:
- დამტკიცდეს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა წარმოდგენილი დანართი № 1-ის სახით;
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე არ მოხდეს სამუსიკო სემინარიის სასადილო/ბუფეტის ფუნქციონირება (დანართი № 2);
- დადგენილება დაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სასწავლო დეპარტამენტს, ორივეფაკულტეტისდეკანს, ხარისხისუზრუნველყოფისსამსახურს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას;
- დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ გვერდზე www.tsc.edu.ge;
- დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
- წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვისვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე