საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი დაარსდა 1995 წელს და ტრადიციული გახდა. კონკურსის ორგანიზატორები არიან ”საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი” და თიბისი ბანკი. კონკურსი ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ, ფორტეპიანოს, სოლო სიმღერის, სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების სპეციალობით, 16-დან 28 წლამდე ასაკის მუსიკოსებისთვის. კონკურსგარეშე მონაწილეობას იღებენ 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული  ბავშვები.


კონკურსი ტარდება სამ ტურად. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით, სამახსოვრო მედლებით, დიპლომებით. კონკურსის მონაწილეებისთვის დაწესებულია საგანგებო პრიზები. უცხო ქვეყნების საელჩოები საქართველოში აწესებენ  საგანგებო პრიზებს კონკურსგარეშე მონაწილეთათვის.


I (1995), I I (1999), I I I (2003), IV (2009) კონკურსის გამარჯვებულებმა უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და მრავალი საერთაშორისო  კონკურსის და ფესტივალის ლაურეატები გახდნენ (ნ. წვერელი, ქ. ბადრიძე, დ. ოძელაშვილი, მ. ნადირაძე, ნ. გურევიჩი, ე. პავლიაშვილი, თ. ბუხნიკაშვილი, ი. გიგოლაშვილი, ე. მარტიროსიანი, თ. კორძაძე, ქ. ქემოკლიძე, გ. გვანცელაძე, თ. ლიჩელი, ი. ჭარუაშვილი, თ. ჩიტაძე, თ. კიკნაძე, გ. გაგნიძე და სხვ.).


VII კონკურსი ჩატარდება 2019 წლის აპრილში.


http://www.tbilisipiano.org.ge/competition/


კონტაქტები: (+995 32) 292 24 46
ფაქსი:  (+995 32) 292 24 47