დადგენილება № 12/2021 -  სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტუდენტური ორკესტრის რეპეტიციებისა და კონცერტის ჩატარების საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ

 


 
თარიღი: 19.02.2021
დადგენილება № 12/2021


 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველიდა მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთ ადაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 19 თებერვლის № 07 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 07),
 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

  1. დამტკიცდეს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფოკონსერვატორიაში სტუდენტური ორკესტრის რეპეტიციებისა და კონცერტისჩატარების საგანგებო გეგმა წარმოდგენილი დანართი № 1-ის სახით;
  2. დადგენილება დაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სასწავლოდეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ხელმძღვანელს;
  3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ გვერდზე www.tsc.edu.ge;
  4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
  5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვისვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)

 

 

ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე