საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი შეიქმნა 1991 წელს. დაარსების დღიდან, იგი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო კონსერვატორიის დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში და ხელს უწყობს საზღვარგარეთის შესაბამის უმაღლეს სასწავლებლესა და ინსტიტუტებთან კონტაქტების დამყარებას. კონსერვატორიის საერთშორისო ურთიერთობების სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინტეგრაცია; სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციუი პერსონალის მობილობის გაზრდა, რეგიონული პარტნიორობის გაძლიერება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების და კურიკულუმის განვითარება, ინტერაქტიული სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა, სხვადასხვა თემატურ სამუშო ჯგუფებსა და გაერთიანებებში თსკ-ს აკადემიური პეროსონალის ჩართვა და პოზიციონირება.
თსკ სტრატეგიული მიზნის მიღეწევას ცდილობს ისეთ საერთაშორისო პროგრამებში ჩართვით როგორიცაა Erasmus+ (ICM, CBHE) და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები.
2015 წელს თსკ გახდა Erasmus-ის ოჯახის წევრი. თსკ-ს გააჩნია Erasmus-ის PIC ნომერი და 2015 წლიდან აქტიურად იყენებს ერასმუსის პროგრამის მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რაც მოიცავს სტუდენტთა და აკადემირუი/ადმინისტარციული პერსონალის მობილობის და კვლევის მიმართულებებს. 2019 წლისთვის თსკ-ს თანამშრომლობს 20 ევროპული ქვეყნის 22 უმაღლეს სასწავლებელთან. ერასმუსის პროგრამის გარდა, თსკ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის, სკანდინავიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების 20-მდე უმაღლეს სასწავლებელთან. ეს თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კონცერტებს, სხვადასხვა კრეატიულ აქტივობებს, ტრენინგებს და სხვ. თსკ აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან როგორიცაა „Study in Estonia“, ადამ მიცკვიჩის ინსტიტუტი (პოლონეთი), გოეთეს ინსტიტუტთან, დიუმას სახელობის საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. თსკ 2005 წლიდან არის AEC-ის წევრი; 2017 წლის 21-24 სექტემბერს თსკ-ს აქვს პატივი უმასპინძლოს AEC-ის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორების ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში.
თსკ სთვაზობს სწავლას უცხოელ სტუდენტებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის ყევლა სპეციალობაზე; გარდა ამისა თსკ ცდილობს დააინტერესოს უცხოელი სტუდენტები ინდივიდუალური სასწავლო კურსებით/მოდულებით; ქართული ხალხური შემოქმედებით დაინტერესებულ უცხოელ აპლიკანტებს შეუძლიათ სწავლა „ქართული ხალხური მუსიკის“ მოდულზე (60 კრედიტი).
უცხოელი სტუდენტების და საქართველოს მოქალაქეების მოსაღები მოთხოვნები იდენტურია.
თსკ- პროგრამების და სასწავლო კურსების უმრავლესობა უცხოელი სტდუენტებისთვის იკითხება ინგლისურ, გრმანულ და რუსულ ენებზე.
თსკ-ს საერთაშორისოურთიერთობათადეპარტამენტის გუნდი
ნანაშარიქაძე, დეპატამენტის ხელმძღვანელი, ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორი, მუსიკის ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი
თეა ქუნთელია, სპეციალისტი
ნინო მემანიშვილი, ერასმუს კოორდინატორი,
მერი შეყილაძე, ერასმუს კოორდინატორი,
ნანა კაცია, ერასმუს კოორდინატორი
კონტაქტი:
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი,
ოთახი: 225
ტელ: (+995 32) 2 98 71 86
email: inter@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10