თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
სამაგისტრო პროგრამები:
1. საშემსრულებლო ხელოვნება
სპეციალობები:
- კლავიშიანი საკრავები
- ორგანი
- საორკესტრო სიმებიანი საკრავები
- საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები
- სოლო აკადემიური სიმღერა
- აკადემიური გუნდის დირიჟორობა
2. კომპოზიცია
3. მუსიკისმცოდნეობა
სპეციალობები:
- მუსიკის თეორია
- მუსიკის ისტორია
- ეთნომუსიკოლოგია
- საეკლესიო მუსიკოლოგია
4. მუსიკის ტექნოლოგია
სწავლების ფორმა - დღის დასწრებული
ყველა სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი (4 სემესტრი, 120 ECTS)
სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის, უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლების მქონე პირები.
სამაგისტრო პროგრამებზე ”მუსიკისმცოდნეობა” და ”კომპოზიცია” აბიტურიენტის ჩარიცხვა ხდება შერეული წესით - საერთო სამაგისტრო გამოცდისა და კონსერვატორიის კონკურსის (შემოქმედებითი ტურის/ების) საფუძველზე. სხვა სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტი აბარებს მხოლოდ შემოქმედებით ტურს/ებს.
სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში აბიტურიენტი აბარებს კოლოკვიუმს მის მიერ არჩეული სპეციალობის/პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. კოლოკვიუმის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება მისი დაშვება სპეციალობის გამოცდაზე.
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ტელ: (+995 32) 2 98 70 27,
email: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10