სახელმწიფო კონსერვატორიისათვის თქვენი ყურადღება და სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უსაზღვროდ მადლიერნი ვართ იმ კერძო პირების თუ ბიზნეს ჯგუფების, რომლებმაც გაიღეს კონსერვატორიისათვის მეტად საჭირო და აუცილებელი საჩუქარი.
ინსტრუმენტები:
1. ვლადიმერ სპივაკოვის ნაჩუქარი
• ვიოლინო
• ხემი
• ბუდე
2. ლევ მარკიზის ნაჩუქარი
• 2 ჩელო
• 2 ცალი ბლოკფლეიტა
• ალტი
• ვიოლინო (ხემი და ბუდე)
3. ლევ მარკიზის ნაჩუქარი
• 40 ხემი (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი)
• სიმები
• სიმებიანი საკრავების აქსესუარები (ხიდები, ჯორაკები, სურდინები, შალითები, სანიკაპეები, ძუა, სიმები და სხვ)
• ჩასაბერი საკრავების აქსესუარები (მუნდშტუკები, სურდინები, და სხვ )
4. ბადრი პატარკაციშვილის ნაჩუქარი (გადმოსცა საპატრიარქომ)
• ვიოლინო
• ხემი
• ბუდე
5. პაულინ ვან დერ ვილებუა-ს ნაჩუქარი
• ვალტორნა
• ორი საყვირი
6. მაგდალენა კუინის მიერ ჩამოტანილი ფლეიტა პიკოლო
7. სანდრა რულოვსის ნაჩუქარი ფლეიტა (იამაჰა)
8. ფრანსუა ლოლოს ნაჩუქარი (2003-2005 წწ)
• კლარნეტი
•ტუბა
• ვალტორნა
9. გიორგი ქობულაშვილი ნაჩუქარი – ბასტრომბონი (2003 წ)
10. მარიელა შტროინი - ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტების აქსესუარები (მუნდშტუკები, სურდინები, ზეთი)
11. ლევ მარკიზის მიერ დაარსებული ჰოლანდიის თბილისის კონსერვატორიის მეგობართა ფონდის საჩუქარი - დასარტყამ ინსტრუმენტთა კომპლექტი;
12. იან პუსიენის ნაჩუქარი
• 2 ლიტავრა
• 1 მარიმბა
• 1 პატარა დოლი
• 2 ტამტამი და სადგამი
13. სალომე ზურაბიშვილის მიერ გადმოცემული საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტის - ჩხენკელების საჩუქარი
• ვიოლინო
• გიტარა (ბუდით)
• ფლეიტა
14. მარკ მალკოვიჩ მესამის ხელშეწყობით – კლავინოლა იამაჰა "იამაჰა"ს ფირმისაგან
15. გიზელა ჰაილე – გერმანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე
საარბრიუკენი, როიალის ნაწილები
16. თემურ ახობაძე – "სტენვეის" როიალის ნაწილები
17. ლევ მარკიზის მიერ დაარსებული ჰოლანდიის თბილისის კონსერვატორიის მეგობართა ფონდის საჩუქარი (წევრები: ედიტ ნიუმანი, გერდა ოკერსი, გუსტავო ნუნეზი, ჯორჯ პიტერსონი, ჰერარდ ბირმანი, ჰარმ ბეკერსი, რიენ ვისე, მარკ პეში, ჯილ მაესენი)
• ჩასაბერი საკრავები
• საყვირი
• საყვირი პიკოლო
• ფლეიტა პიკოლო
• 2 ფლეიტა
18. ტომასტიკ ინფელდის ფირმის მიერ ნაჩუქარი სიმების კომპლექტი მთელი ორკესტრისთვის
დიდი დარბაზისთვის:
ქართუ ჯგუფის მიერ ნაჩუქარი როიალი Steinway & Sons
ინგოლშტადტის კამერული ორკესტრის მიერ ნაჩუქარი პულტები
ფონოტეკა
აუდიოთეკის ჩანაწერთა ფონდის შევსებაში დიდი წვლილი მიუძღვით კონსერვატორიის დიდ მეგობრებს - ქალბატონ ელისაბედ გასტს გერმანიიდან, ბატონ ჯონ მალკოვიჩ III-ეს აშშ-დან, გასტროლებსა და მასტერ კლასებზე ჩამოსულ სხვადასხვა მუსიკოს-შემსრულებლებს. 2002 წლის თებერვალში გამოჩენილმა ქართველმა კომპოზიტორმა - გია ყანჩელმა 200-მდე კომპაქტდისკი გადასცა აუდიოთეკას საკუთარი კოლექციიდან. მათ შორის 20-მდე დისკზე კომპოზიტორის ნაწარმოებებია წარმოდგენილი.
ელისაბედ გასტის სახელობის კულტურის ფონდი (გერმანია)
ლევ მარკიზის მიერ ნაჩუქარი 20-მდე კომპაქტ დისკი სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორების, ეროვნული სკოლების ჩანაწერები
გია ყანჩელი
იოსებ ბარდანაშვილი
ჯონ მალკოვიჩ III
ჯეფრი ჯეიმსი
ანზორ ერქომაიშვილის მიერ ”მელოდიაში” განთავსებული კლასიკური მუსიკის დე¬დ¬ნები.
გარდა ამისა, აუდიო აპარატურის ნაწილი საჩუქრად გაიღო ჯეფრი ჯეიმსმა
ბიბლიოთეკა
კონსერვატორიის ბიბლიოთეკის განახლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით კონსერვატორიის დიდი მეგობრებს: მარკ მალკოვიჩ III-ეს (აშშ) და ლევ მარკიზს (ჰოლანდია).
მარკ მალკოვიჩ III-ემ კონსერვატორიას საჩუქრად გადასცა პირადი ბიბლიოთეკა;
ლევ მარკიზმა კონსერვატორიის ბიბლიოთეკას აჩუქა: რეპერტუარი სიმებიანი, ხის და ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის, ანსამბლები, სიმფონიური და კამერული ჟანრის ნაწარმოებების ნოტები, პარტიტურები, საორკესტრო პარტიები.
კომპიუტერები:
ლევ მარკიზი კომპიუტერი და ფაქს-პრინტერი (2004 წ),
მ.მშვილდაძე კომპიუტერი (2001 წ).