აპლიკანტებმა რეგისტრაციისას უნდა შემოიტანოს შემდეგი საბუთები:
• შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა);
ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით.
• პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
• ერთი ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3X4, JPG);
• გამოცდების საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.
• ბაკალავრის აკადემიური ხარისხის / უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომის ელ. ასლი (საბუთების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ ბაკალავრებს, ვისაც გავლილი აქვს სამუსიკო-საგანმანათლებლო პროგრამა). დიპლომის ასლი არ მოეთხოვება იმ აპლიკანტებს, რომლებმაც სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს 2019-2020 სასწ. წელს.
• გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი (მხოლოდ კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის პროგრამებზე);
• მისაღები მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი ნაწარმოებების ნუსხა, სანოტო ნიმუშების და ჩანაწერების ელ.ვერსიები (კომპოზიციის პროგრამაზე);
• სამაგისტრო პროექტი ელექტრონული ფორმით (CD/DVD): ფოლდერი, რომელიც შეიცავს სამაგისტრო პროექტის წერილობით დახასიათებას [PDF], აუდიო, ვიდეო ან სხვა მედია-დანართით (მუსიკის ტექნოლოგიის პროგრამაზე);
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო აღიარების მქონე სერთიფიკატის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად) (მუსიკის ტექნოლოგიის პროგრამაზე);
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ტელ: (+995 32) 2 98 70 27,
email: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10