სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში
გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღება
მობილობა (გარე/შიდა) ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/პროგრამიდან სხვა დაწესებულებაში/პროგრამაზე სტუდენტის გადასვლის პროცესია. მობილობის პროცესს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი“ და “სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მობილობის ფარგლებში ჩარიცხვის წესი“. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას უწევს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
გარე მობილობა გულისხმობს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას.
შიდა მობილობა გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან/სპეციალობიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალობაზე გადასვლას.
მობილობის უფლება აქვს პირს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობდა არანაკლებ 1 წლის (ორი აქტიური სემესტრის) განმავლობაში; ამ პერიოდში არ შედის ის დრო, როდესაც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი; შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. მობილობის უფლება აქვს ასევე სტუდენტს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.
მობილობის სემესტრი: კონსერვატორიაში სტუდენტთა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, შემოდგომის სემესტრისთვის. მობილობის ვადები ცხადდება შესაბამისი წლის ივლისში მისაღები ადგილების რაოდენობასთან ერთად.
მობილობის პროცედურა:
გარე მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის აუცილებელია სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) დარეგისტრირება (პერიოდი: ივლისის დასასრული - აგვისტოს მესამე დეკადა).
შიდა მობილობის მსურველ სტუდენტებს ელ. პორტალზე რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ!
გარე და შიდა მობილობის მსურველთათვის შიდასაკონსერვატორიო პროცედურა:
• რეგისტრაცია ორ ეტაპად: დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე, და მატერიალური სახით წარმოდგენა (დოკუმენტების ნუსხა იხილეთ შესაბამის ველში);
• პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობების დაკმაყოფილება; შემოქმედებითი ტურების ჩაბარება (მობილობის შემთხვევაში შემოქმედებითი ტურის მოთხოვნები პროგრამებზე ჩარიცხვის ანალოგიურია, მუსიკის თეორიის გამოცდის კომპონენტიდან ამოღებულია - მოსმენა);
• მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მობილობამდე მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა და შესაბამისი კრედიტების აღიარება;
• მობილობის მსურველი სტუდენტისათვის აღიარებული კრედიტების შესახებ დასკვნის გაცნობა;
• მობილობის პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამართლებრივი უზრუნველყოფა (ბრძანების პროექტი, ბრძანების გამოცემა, რეესტრში ასახვა.)
შენიშვნა: თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს კონსერვატორიას მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ტელ: (+995 32) 2 98 70 27,
email: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10