აპლიკანტებმა რეგისტრაციისას უნდა შემოიტანოს შემდეგი საბუთები:

•    შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (იხ. ფორმა);
ფორმის შესავსებად ისარგებლეთ პროგრამების, სპეციალობების ნუსხით.

•    პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
•    ერთი  ფოტოსურათი  ელექტრონული სახით (3X4, JPG);
•    გამოცდების საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.
•    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის / უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომის ელ. ასლი (საბუთების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ ბაკალავრებს, ვისაც გავლილი აქვს სამუსიკო-საგანმანათლებლო პროგრამა). დიპლომის ასლი არ მოეთხოვება იმ აპლიკანტებს, რომლებმაც სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს 2019-2020 სასწ. წელს.
•    გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი (მხოლოდ კომპოზიციისა და მუსიკისმცოდნეობის პროგრამებზე);
•    მისაღები მოთხოვნების შესაბამისად წარმოსადგენი ნაწარმოებების ნუსხა, სანოტო ნიმუშების და ჩანაწერების ელ.ვერსიები (კომპოზიციის პროგრამაზე);
•    სამაგისტრო პროექტი ელექტრონული ფორმით (CD/DVD): ფოლდერი, რომელიც შეიცავს სამაგისტრო პროექტის წერილობით დახასიათებას [PDF], აუდიო, ვიდეო ან სხვა მედია-დანართით (მუსიკის ტექნოლოგიის პროგრამაზე);
•    ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო აღიარების მქონე სერთიფიკატის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად) (მუსიკის ტექნოლოგიის პროგრამაზე);


 

 

 

 

 

 

 

 

 

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ტელ: (+995 32) 2 98 70 27,

email: study@tsc.edu.ge

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10