თბილისის კონსერვატორია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ინსტიტუტებთან. მათი მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელებულა:
1997 წ ჩატარდა კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის აღდგენითი - სარემონტო სამუშაოები.
საქართველოს პრეზიდენტის პატრონატით ტარდება პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი (I-1997წ, I I - 2001, I I I - 2005);
პატრონატით ჩატარდა ტრადიციული მრავალხმიანობის II საერთაშორისო სიმპოზიუმი (2004 წ).
საქართველოს პარლამენტისა (პირადად ზურაბ ჟვანიას დახმარებით) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი მხარდაჭერით მოხდა დიდი დარბაზის ორგანის რეკონსტრუქცია (1998წ);
ქ. თბილისის მერია
კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქციაში, აღდგენით სამუშაოებსა და პირობების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის მხარდაჭერა;
კონკურსების ფონდის დამფუძნებელი კულტურის სამინისტროსა და სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად;
პარტნიორობას გვიწევს სხვადასხვა მასშტაბის კონცერტების ჩატარებაში;
კულტურის სამინისტრო
პროგრამული დაფინანსების მხარდაჭერა;
კონსერვატორიაში ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის მხარდაჭერა;
კონსერვატორიის რეკონსტრუქციაში მონაწილეობა (2005 წ);
დიდ საკონცერტო დარბაზში საახალწლო საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა ;
კონკურსების ფონდის დამფუძნებელი ქ.თბილისის მერიასთან და სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად;
განათლების სამინისტრო
თანამშრომლობა უმაღლესი განათლების რეფორმებთან დაკავშირებით.