სტუდენტთა საყურადღებოდ!
2020-2021 სასწავლო წელი იწყება 07 სექტემბერს
სწავლის დაწყებამდე აუცილებელია სემესტრული რეგისტრაციის გავლა
სტუდენტთა აკადემიური/ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს
2020 წლის 01 სექტემბრიდან – 04 სექტემბრის ჩათვლით (იხ. აკადემიური კალენდარი)
აკადემიური (საგნობრივი) რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის საგნობრივ რეგისტრაციას; საგნობრივი რეგისტრაციის გასავლელად სტუდენტი ვალდებულია წერილობით მიმართოს სამდივნოს. მათ შორის, ყველა პირველკურსელმა უნდა გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და აირჩიოს სპეციალობის პედაგოგები; საგნობრივი დავალიანების დროს აკადემიური რეგისტრაცია ასევე სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე;
ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია ვრცელდება თვითდაფინანსებაზე მყოფ სტუდენტზე; იგულისხმება სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდა; მინიმალური შენატანი შეადგენს წლიური ღირებულების ნახევარს. გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს სამდივნოს ელ.ფოსტაზე. საგნობრივი დავალიანების დროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია ასევე სავალდებულოა სწავლის დაწყებამდე;
საბაკალავრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 2250 ლ.
სამაგისტრო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3000 ლ.
სადოქტორო პროგრამის ღირებულება (1 წელი) - 3200 ლ.
რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად.
იხ. სპეციალობების მიხედვით საკონტაქტო პირები და ელ.ფოსტის მისამართები:
კლავიშიანი საკრავები - თინათინ ჯოგლიძე tinatin.joglidze@tsc.edu.ge
სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები - მაია ირემაშვილი maia.iremashvili@tsc.edu.ge
სოლო აკადემიური სიმღერა - მადონა ბუხაიძე madona.bukhaidze@tsc.edu.ge
აკადემიური გუნდის დირიჟორობა - ლალი მიღდისელი lali.migdiseli@tsc.edu.ge
ჯაზის ხელოვნება - ელენე ნადარაია elene.nadaraia@tsc.edu.ge
კომპოზიცია - ლალი მიღდისელი lali.migdiseli@tsc.edu.ge
მუსიკის თეორია (მუსიკისმცოდნეობა) - ლალი მიღდისელი lali.migdiseli@tsc.edu.ge
მუსიკის ტექნოლოგია/ჟურნალისტიკა - ლალი მიღდისელი lali.migdiseli@tsc.edu.ge
რეგისტრაციის ვადების დარღვევის შემთხვევაში
სტუდენტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი!
შენიშვნა:
· საბაკალავრო პროგრამებზე ყველა პირველკურსელმა უნდა გამოაგზავნოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის დედნის ელ.ასლი;
· პროგრამაზე „მუსიკა და დღევანდელობა“ მუს. ტექნოლოგია/მუს. ჟურნალისტიკა: პირადობის მოწმობის/ პასპორტის დედნის ასლი, ერთი ფოტოსურათი ელ. სახით (3X4, JPG) და შევსებული რეგისტრაციის ფორმა.