თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

საბაკალავრო პროგრამები:

1. საშემსრულებლო ხელოვნება (240 ECTS)

    სპეციალობები:

  • კლავიშიანი საკრავები
  • საორკესტრო  სიმებიანი საკრავები
    (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, არფა, გიტარა)
  • საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები
    (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი, ტუბა, დასარტყამი საკრავები)
  • სოლო აკადემიური სიმღერა
  • აკადემიური გუნდის დირიჟორობა

2. ჯაზის ხელოვნება (240 ECTS)

3. კომპოზიცია (240 ECTS)

4. მუსიკის თეორია (240 ECTS)

5. მუსიკა და დღევანდელობა (240 ECTS)

     სპეციალობები:

  • მუსიკის ტექნოლოგია
  • მუსიკის ჟურნალისტიკა

 

სწავლების ფორმა - დღის დასწრებული

ყველა საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა - 4 წელი (8 სემესტრი)


გამოცდები ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი -  ჩატარდება კონსერვატორიაში შემოქმედებითი ტურების სახით  (შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდება საბუთების მიღების დამთავრების შემდეგ).;
მეორე ეტაპი - ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში.

პროგრამაზე "მუსიკა და დღევანდელობა" არ ბარდება შემოქმედებითი ტური, აბიტურიენტი ჩაირიცხება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. აბიტურიენტი უნდა ფლობდეს სპეციფიკურ სამუსიკო უნარებს (მუსიკალური სმენა, რიტმის გრძნობა) და სასურველია ჰქონდეს ცოდნა მუსიკის ელემენტარულ თეორიაში.

ბაკალავრიატში მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან  სრული ზოგადი განათლების მქონე ის აბიტურიენტები, რომელთაც რეგისტრაცია გაიარეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კონტაქტი:

სასწავლო დეპარტამენტი

ტელ: (+995 32) 2 98 70 27,

email: study@tsc.edu.ge

 

მისამართი: 0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10