დადგენილება № 14/2021 - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სენატის 2013 წლის 5 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტიპენდიების გაცემის წესში“ცვლილებათა შეტანის შესახებ.

 

 


თარიღი: 19.02.2021
დადგენილება № 14/2021


 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველინაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის და აკადემიური საბჭოს 2021 წლის 19 თებერვლის № 07 სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი № 07),
 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:
 
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორიის სენატის 2013 წლის 5 მარტის  №3 დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სტიპენდიების გაცემის წესში“ (კოდიციფირებული ვერსია - დანართი №1):
1.1. მე-8 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. წინამდებარე მუხლით დადგენილი სახელობითი სახელმწიფო სტიპენდიების გაცემის წესი საშემსრულებლო ფაკულტეტზე, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში, პანდემიური საფრთხის ამოწურვამდე, მოქმედებს შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით:
ა) ძირითად სპეციალობაში ერთნაირი ქულის არსებობის შემთხვევაში,უპირატესობა ენიჭება სპეციალობის ბლოკის სარეიტინგო გამოთვლილ ქულას.
ბ) თუ აპლიკანტებს სპეციალობის ბლოკში დაგროვილი ქულები ერთნაირი ექნებათ, მაშინ უპირატესობა ენიჭება თეორიულ ბლოკში დაგროვილ სარეიტინგო ქულას.
გ) საშემსრულებლო ფაკულტეტზე სახელობითი სტიპენდიები ნაწილდება მიმართულებების მიხედვით, თითო სტიპენდია-ერთ სტუდენტზე. გამონაკლის შემთხვევაში სახელობითი სტიპენდია შეიძლება გაიყოს ორად.“;

1.2. მუხლი 11 1 . „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების გაცემის წესი, 1-ლი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიანტები შეიძლება გახდნენ სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საბაკალავრო საფეხურზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული, აქტიური სტატუსის მქონე, საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შედეგად აკადემიური მოსწრების მიხედვით
თანაბარი შედეგების მქონე სტუდენტების გამოვლენის შემთხვევაში, და თუ
იმავდროულად, ორივე მათგანს აქვს თანაბარი შედეგები შემოქმედებითი
აქტივობების მიხედვით (მათ შორის, გასული სემესტრის მანძილზე
შემოქმედებითი აქტივობების არქონის შემთხვევაში), უპირატესობა ენიჭება
სტუდენტს, რომელსაც, გასული სემესტრის მონაცემებით, აქვს უკეთესი
შედეგები მისი საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალური
სასწავლო კურსების/მოდულების ბლოკში შემავალ სასწავლო კურსებში.“
1.3. მუხლი 13. სტიპენდიების გაცემის დამატებითი პირობები, პუნქტები - 12.13. 14. 15. დაემატოს/ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. კონსერვატორიის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სარგებლობენ გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამებით, უცხოეთში სწავლის პერიოდში არ ეძლევათ კონსერვატორიაში მოქმედი შემდეგი სტიპენდიები:
1. სახელობითი სახელმწიფო სტიპენდიები - 180 ლარის ოდენობით;
2. სარეიტინგო სახელმწიფო სტიპენდია - 80, 60 ან 50 ლარის ოდენობით;
3. სტიპენდიები იურიდიული (მ. შ. ფონდები) და ფიზიკური პირებისაგან;
4. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში გასაცემი სტიპენდიები - 150 ლარის ოდენობით.
13. კონსერვატორიის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე, რომლებიც სარგებლობდნენ გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამებით და საქართველოში დაბრუნების შემდგომ სწავლა განაგრძეს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სტიპენდიები გაიცემა წინა სემესტრში (გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის პერიოდში) აკადემიური
მოსწრების რეიტინგის შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა წარმოადგინა სასწავლო ხელშეკრულებით (LA) გათვალისწინებული საგნების ქულობრივი შეფასების შესაბამისი დოკუმენტი.
14. სტიპენდია არ გაიცემა მობილობით გადმოსულ სტუდენტებზე, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური მოსწრების რეიტინგების საფუძველზე. აღნიშნულ სტუდენტებს სტიპენდიის მიღების უფლება უჩნდებათ საანგარიშო სემესტრის მომდევნო სემესტრში, საანგარიშო სემესტრის აკადემიური მოსწრების რეიტინგების საფუძველზე.
15. სტუდენტის აკადემიური შვებულებიდან დაბრუნების და სტუდენტის აქტიური სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სტიპენდიები გაიცემა აკადემიურ შვებულებაში გასვლამდე არსებული სასწავლო სემესტრის რეიტინგის
შესაბამისად. ბაკალავრიატის საფეხურზე ორ წელზე მეტი, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე ერთ წელზე მეტი პერიოდით სტუდენტის მიერ აკადემიური შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში, აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებულ სტუდენტებზე სტიპენდიები არ გაიცემა.“
1.4. მუხლი 14. გარდამავალი დებულებები - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. წინამდებარე წესი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.
2. კონსერვატორია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები სტიპენდიის წესში;
3. კონსერვატორია ვალდებულია ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია
დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე;
4. სტიპენდიის წესის რომელიმე დებულების ბათილად ან ძალადაკარგულად
ცნობა გავლენას არ ახდენს ამ წესის სხვა მუხლების იურიდიულ ძალაზე.

2. დადგენილება დაეგზავნოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სასწავლო დეპარტამენტს, ორივე ფაკულტეტის დეკანს, ორივე ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
3. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ გვერდზე www.tsc.edu.ge;
4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე;
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
 

 

ნანა შარიქაძე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე