დადგენილება № 02/2021 - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

 

 

დადგენილება № 01/2021

თარიღი: 05.02.2021

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების“ მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 05 სექტემბრის № 01 სხდომაზე დაფიქსირებულიპოზიციებისურთიერთშეჯერებისსაფუძველზე,

 

წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2021 წლის ბიუჯეტი;

2. დადგენილება განთავსდეს კონსერვატორიის ვებ-გვერდზე www.tsc.edu.ge;

3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, № 6);

4. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

 

ირაკლი ევსტაფიშვილი

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი