შიდა მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
საბუთების ნუსხა:
1. შიდა მობილობის გასავლელად რეგისტრაციის ფორმა (იხ. ფორმა);
ფორმის შესავსებად ისარგებლეთ სპეციალობების ნუსხით.
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ გაცემული სასწავლო ბარათი/ ნიშნების ფურცელი (სემესტრების მიხედვით);
4. მობილობის პროცედურის განხორციელების საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი.
რეგისტრაციისას გასათვალისწინებელი რჩევები !
· დოკუმენტების გამოგზავნისას წერილში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი და გვარი, სპეციალობა და ინსტრუმენტი;
· დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს დასკანირებული სახით (study@tsc.edu.ge);
· დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს კონსერვატორიის ელ.ფოსტიდან (სახელი.გვარი@tsc.edu.ge);
· ყველა დოკუმენტი უნდა აიტვირთოს ერთ წერილში.
კონტაქტი:
სასწავლო დეპარტამენტი
ტელ: (+995 32) 2 98 70 27,
email: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ. 8-10