პროექტის სათაური:
„ქისტების ტრადიციული მუსიკა: პანკისის ხეობა, საქართველო“ (ქართულ, ჩეჩნურ და ინგლისურ ენებზე).
აბსტრაქტი/რეზიუმე:
გამოცემის მიზანია წარმოაჩინოს დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგარი ორიგინალური ქისტური ტრადიციული მუსიკა და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ის უნიკალური ნიმუშები, რაც დღემდე ჩაწერილი და გამოქვეყნებული არ ყოფილა. ასევე, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ყოფაში არსებული ცოცხალი მუსიკალური ტრადიციის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გამოცემა ეყრდნობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტმკსც-ის მიერ 2013 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული ექსპედიციის მასალებს.
შემდგენლები: ნინო რაზმაძე, ქეთევან ბაიაშვილი
რედაქტორები: რუსუდან წურწუმია, მექა ხანგოშვილი
დამფინანსებელი:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
წამყვანი ორგანიზაცია:
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი
ბიუჯეტი: 6004 ლარი
პროექტის ხელმძღვანელი:
რუსუდან წურწუმია
პროექტის მენეჯერი:
ნინო რაზმაძე
პროექტში მონაწილე სხვა პირები:
ქეთევან ბაიაშვილი