ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინერია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2019-2020 სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით შემდეგ სპეციალობებზე:
• საშემსრულებლო (საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი საკრავები);
• მუსიკის თეორია და ისტორია (VII კლასიდან);
• საგუნდო –სადირიჟორო (VII კლასიდან);
• კომპოზიცია (VII კლასიდან).
სემინარიის მოსამზადებელ, ნებისმიერი განყოფილების პირველ კლასში და ასევე საორკესტრო ჩასაბერი განყოფილების ინტენსიურ ჯგუფში შემსვლელთათვის შემოწმდება მუსიკალური სმენა, რიტმი და მეხსიერება.
II-XI კლასებში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდას სპეციალობაში და თეორიულ საგნებში.
საორკესტრო განყოფილების V-VI კლასებში, ინტენსიური სწავლების ჯგუფებში ჩაირიცხებიან მუსიკალური განათლების არმქონე მოსწავლეები, რომლებიც მისაღებ გამოცდაზე გამოავლენენ განსაკუთრებულ მუსიკალურ მონაცემებს (სმენა, რითმი, მეხსიერება). ისინი სპეციალობას და თეორიულ საგნებს გაივლიან ინტენსიური სწავლებისათვის შექმნილი სპეციალური პროგრამების მიხედვით.
სემინარიაში ჩარიცხული მოსწავლეები ავტომატურად ირიცხებიან სემინარიასთან არსებულ, იმავე შენობაში გახსნილ ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლაში ა.ა.ი.პ. "ჩვენი სკოლა".
მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:
• ორი ფოტო 3X4;
• დაბადების მოწმობის ასლი;
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
საბუთების მიღება: 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 11-დან 16 სთ-მდე (კვირის გარდა)
მისაღები გამოცდები ჩატარდება 1 ივნისს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინერია აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2019-2020 სასწავლო წლისთვის პროექტ "პანსიონის" ფარგლებში შემდეგ სპეციალობებზე:
• საშემსრულებლო (საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი საკრავები).
• მუსიკის თეორია და ისტორია (VII კლასიდან).
• საგუნდო-სადირიჟორო (VII კლასიდან).
• კომპოზიცია (VII კლასიდან).
პროექტ "პანსიონში" მიიღებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ის ბავშვები, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს მუსიკალური სკოლა ან სახელოვნებო სკოლა მუსიკის განხრით. პროექტ "პანსიონში" ჩარიცხული მოსწავლეები ავტომატურად ჩაირიცხებიან სემინარიასთან არსებულ, იმავე შენობაში გახსნილ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ა.ა.ი.პ. "ჩვენი სკოლა". თბილისში ბავშვები იცხოვრობენ ოჯახებში, რომლებიც იზრუნებენ მათ ყოველდღიურ ყოფაზე და სწავლაზე.
პროექტ "პანსიონის" მოსწავლეეები უფასოდ სწავლობენ და ცხოვრობენ თბილისში. მათი ასაკი 12-13 წლიდან იწყება.
• სემინარიაში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდას სპეციალობაში და თეორიულ საგნებში.
• საორკესტრო განყოფილების ინტენსიური სწავლების ჯგუფებში ჩაირიცხებიან მუსიკალური განათლების არმქონე მოსწავლეები, რომლებიც მისაღებ გამოცდაზე გამოავლენენ განსაკუთრებულ მუსიკალურ მონაცემებს (სმენა, რითმი, მეხსიერება). ისინი სპეციალობას და თეორიულ საგნებს გაივლიან ინტენსიური სწავლებისათვის შექმნილი სპეციალური პროგრამების მიხედვით.
მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:
• ორი ფოტო 3X4;
• დაბადების მოწმობის ასლი;
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
საბუთების მიღება: 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 11-დან 16 სთ-მდე (კვირის გარდა).
მისაღები გამოცდები ჩატარდება 1 ივნისს.
კონტაქტი:
სამუსიკო სემინარია
ტელ: (+995 32) 2 94 25 40
(+995 32) 2 95 30 53
მისამართი: თბილისი,
გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N42