უცხი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა უნდა შემოიტანონ შემდეგი საბუთები:
• განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე);
• უცხო ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
• 3 ფოტოსურათი (ზომით 3X4);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი, გაცემული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
• უცხო ქვეყნის იმ მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს განათლება საქართველოში, უნდა წარმოადგინოს მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი (ასლი) ან/და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ატესტატი (ასლი);
• ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2/C1) მხოლოდ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქისთვის, რომელსაც განათლების არც ერთი საფეხური არ აქვს გავლილი საქართველოში;
• გამოცდების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (50 ლარი);
• სავარაუდო ხელმძღვანელის / ხელმძღვანელების წერილობითი თანხმობა;
• რეფერატი დისერტაციის თემაზე (10-12 გვ.) - მათთვის, ვინც აბარებს სამუსიკისმცოდნეო კვლევების სადოქტორო პროგრამაზე; დისერტაციის გაფართოებული გეგმა (5-6 გვ.) - მათთვის, ვინც აბარებს საშემსრულებლო ხელოვნებისა და კომპოზიციის სადოქტორო პროგრამებზე; (ელექტრონული და ამობეჭდილი სახით 2 ეგზემპლიარი);
• საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე სპეციალობის შემოქმედებით ტურში მისაღებ გამოცდაზე შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი; საკონცერტო მოღვაწეობის დამადასტურებელი საბუთები (პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, პრესა და ა.შ.).
• საშემსრულებლო ხელოვნების სადოქტორო პროგრამაზე სპეციალობიდან გამომდინარე, ორი გამოცდილი მუსიკოსის რეკომენდაცია. საკონცერტმაისტერო დაოსტატების სპეციალობაზე: პიანისტი-კონცერტმაისტერისა და ვოკალისტის, ინსტრუმენტალისტის ან დირიჟორის რეკომენდაციები; კამერული ანსამბლის სპეციალობაზე: პიანისტი-ანსამბლისტისა და სოლისტის (ფორტეპიანო) ან დირიჟორის რეკომენდაციები; სოლო ფორტეპიანოს სპეციალობაზე: სოლისტისა (ფორტეპიანო) და დირიჟორის, კომპოზიტორის ან სხვა ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლის რეკომენდაციები;
• კომპოზიციის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შექმნილი ნაწარმოებების ნუსხა; განსხვავებული შემადგენლობის სხვადასხვა ჟანრის (მათ შორის ერთ-ერთი დიდი ფორმის - ოპერა, ბალეტი, კანტატა, ორატორია, ინსტრუმენტული ან საორკესტრო კონცერტი და ა.შ. - არანაკლებ 15 წუთისა, რომელიც არ უნდა იყოს შეფასებული სწავლის პროცესში) ნაწარმოებების პარტიტურები (არანაკლებ 5 ნაწარმოები); ნაწარმოებები უნდა იყოს აკრეფილი ერთ-ერთ კომპიუტერულ პროგრამაში (Finale/Sibelius) და წარმოდგენილი როგორც ამობეჭდილი, ასევე აუდიო/ვიდეო ჩანაწერების სახით. .
• არსებობის შემთხვევაში უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი. თუ აპლიკანტი აღნიშნული ენების მატარებელი ქვეყნის მოქალაქეა, იგი თავისუფლდება უცხო ენის გამოცდიდან.