სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე
აპლიკანტთა რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია
1. შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაციის შევსებული ფორმა (დანართი №1, შევსებული, ხელმოწერილი, დასკანირებული pdf);
2. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. აკრედიტებული უმაღლესი აკადემიური სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მუსიკის მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დიპლომის დანართის დედანი; / თუ დიპლომი და დანართი ჯერ არაა გაცემული,ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ; / უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დოკუმენტი, გაცემული საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. (ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ელ. ასლი);
4. გამოცდების საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლი;
5. ფოტოსურათი (3X4-ზე) ელექტრონული (JPG) სახით;
6. ავტობიოგრაფია - CV (დანართი №2 pdf);
7. პორტფოლიო (კანდიდატის აქტივობების დამადასტურებელი მასალები, რომელიც ასახავს მის პროფესიულ განვითარებას):
● სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“ -სერტიფიკატები, კონფერენციების პროგრამები, სტატიების სატიტულო გვერდები და სარჩევი და ა.შ.;
● სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ - ნაწარმოებების ქრონოლოგიურად დალაგებული ჩამონათვალი, სერტიფიკატები, ჯილდოები, აფიშები, კონცერტების, კონფერენციის პროგრამები, პარტიტურები, სანოტო გამოცემების, სტატიის სატიტულო გვერდები და სარჩევი, აუდიო-ვიდეო მასალა და ა.შ.;
● სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ - საკონცერტო მოღვაწეობის დამადასტურებელი პროგრამები, აფიშები, ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, კონცერტების, კონფერენციის პროგრამები, დისკები და ა.შ.).
8. საგამოცდო დოკუმენტაცია:
● სადოქტორო პროგრამაზე „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“სადისერტაციო კვლევის საპროექტო განაცხადი (დანართი №3 /სამუსიკისმცოდნეო კვლევები/ შევსებული, ხელმოწერილი, დასკანერებული pdf) და დარგის პროფილის შესაბამისი ერთი სტატია/რეფერატი (სამუსიკისმცოდნეო პროფილის ნაშრომში /მოცულობა: 0.5 ნაბეჭდი თაბახი, 7-12 გვერდი/ დასმული პრობლემა არ არის აუცილებელი ორიგინალური და ახალი იყოს. ამ თვალსაზრისით, ნაშრომი შეიძლება ატარებდეს ნაწილობრივ რეფერატულ ხასიათს და არ არის აუცილებელი იყოს გამოქვეყნებული).
● სადოქტორო პროგრამაზე „კომპოზიცია“ სადისერტაციო კვლევის საპროექტო განაცხადი (დანართი №3 /კომპოზიცია/, შევსებული, ხელმოწერილი, დასკანერებული pdf) და აპლიკანტის ორი ნაწარმოები: ა) ინსტრუმენტული/ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკის შემთხვევაში აგზავნის პარტიტურების pdf და mp3 ფაილების ფორმატში, ასევე ნაწარმოების ანოტაციის pdf ფაილს; ბ) ელექტრონული მუსიკის შემთხვევაში ჩანაწერს mp3 ფორმატში და ნაწარმოების ანოტაციის pdf ფაილს; მრავალარხიანი ნაწარმოების შემთთხვევაში მრავალარხიანი ფაილიც უნდა იყოს (.aiff ფორმატში) და სტერეო მიქსდაუნიც; გ) აუდიოვიზუალური მუსიკის შემთხვევაში ვიდეოს mp4 ფორმატში და ნაწარმოების ანოტაციის pdf ფაილს;
● სადოქტორო პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“ სპეციალობის შემოქმედებით ტურში მისაღებ გამოცდაზე შესასრულებელი ნაწარმოებების ჩამონათვალი;ქრონომეტრაჟით (აპლიკანტის წარმოდგენილი საშემსრულებლო პროგრამა, ყოველი მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოცდამდე გაივლის შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელის მიერ შემოწმებას: ქრონომეტრაჟის, პროგრამის სირთულის შესაბამისობას მისაღებ მოთხოვნებთან); ასევე მომავალი სადისერტაციო ნაშრომის გაფართოებული გეგმა (5-6გვ.); (პროგრამაც და გეგმაც უნდა იყოს ხელმოწერილი, დასკანერებული pdf); (შენიშვნა: „აკად. გუნდის დირიჟორობის“ სპეციალობაზე ჩაბარების მსურველმა აუცილებელია წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი/ცნობა იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად არის გამოცდაზე წარმოდგენილი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი/ თანახელმძღვანელი/ დირიჟორი/ ქორმაისტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება).
შენიშვნა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 20-21 ს.წ. საგაზაფხულო სემესტრისთვის მისაღები გამოცდების ჩატარება დაიშვება როგორც ფიზიკური, ისე ონლაინფორმატით (ონლაინ-რეჟიმში ჩაბარების ან ჩანაწერის გაგზავნის გზით); საშემსრულებლო მიმართულებით სპეციალობის საგამოცდო პროგრამის ჩანაწერი გამოგზავნილი უნდა იყოს რეგისტრაციის დროს. ამ შემთხვევაში აუცილებელიაა უდიო/ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოგზავნა (ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური ცნობა დაწესებულებიდან/სტუდიიდან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ აპლიკანტის საგამოცდო პროგრამა მის მიერაა შესრულებული რეგისტრაციამდე არაუგვიანეს 1 წლისა). გამონაკლისია სპეციალობა „აკადემიური გუნდის დირიჟორობა“, სადაც გამოცდა ჩატარდება ფიზიკურად კონსერვატორიაში.
9. არსებობის შემთხვევაში უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური - დამატებით მხოლოდ პროგრამაზე „საშემსრულებლო ხელოვნება“, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის - ქართული) არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი - საერთაშორისო აღიარების მქონე (TOEFL, IELTS, CAMBRIDGE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული - სერტიფიკატი (დედნის ელ.ასლი); ანშესაბამისენაზე განათლების დამადასტურებელი (ბაკალავრის/მაგისტრის) დიპლომის ელ.ასლი.!!!ამ შემთხვევაში აპლიკანტი თავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან; თუ აპლიკანტს არ გააჩნიააღნიშნული დოკუმენტაცია, მას უტარდება გამოცდა განცხადებაში მითითებულ უცხო ენაში (მოთხოვნა: უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა).
რეგისტრაცია: სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის აუცილებელია მითითებულ ვადებში დოკუმენტების ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge გამოაგზავნა.
შენიშვნა: დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ერთი დაარქივებული საქაღალდის სახით. არასრული დოკუმენტაცია არ მიიღება; საბუთები მიღებულად ჩაითვლება, თუ აპლიკანტი ზემოთ აღნიშნული ელექტრონული ფოსტიდან პასუხისმგებელი პირისგან მიიღებს დასტურის წერილს.
გაფრთხილება: გაყალბებული დოკუმენტის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. შესაბამისად, აპლიკანტი არ დაიშვება გამოცდებზე, ან მისაღები გამოცდების შედეგები ანულირდება, რაც დამოკიდებულია დოკუმენტის სიყალბის დადასტურების დროზე.
კონტაქტი:
ტელ.: (+995 32) 2 98 70 27
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მის: 0108, თბილისი,
გრიბოედოვის ქ.№ 8-10