კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის სამუშაო დებულება

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი საზოგადოებისათვის სასარგებლო კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო კერაა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომავალი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში - ამდენად მისი განვითარება საყოველთაო ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის ძირითადი მიზანია: ქართულ მუსიკალურ სივცეში - კონსერვატორიაში მოღვაწე სახელოვანი მუსიკოს-შემსრულებლების შემოქმედებითი  მემკვიდრეობის შეკრება, დაცვა, მეცნიერული შესწავლა, პოპულარიზაცია - საზოგადოების წინაშე ექსპოზიციებში გამოფენა.

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის საქმიანობა ეტაპობრივი პროცესია:

მემორიალური ქონების დადგენა, რესტავრაცია, დაცვა.

  • დაგროვებითი მუშაობის წარმოება, ფონდების შექმნა–ინვენტარიზაცია, მეცნიერული შესწავლა.
  • სტაციონალური ექსპოზიციისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა.
  • სტაციონრული ექსპოზიციის მოწყობა.
  • კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა (წინასწარი კალენდარული გეგმის მიხედვით შემუშავებული საიუბილეო, ხსოვნის საღამოების ორგანიზება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით).


ხუთივე ეტაპი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მათი დაყოფა პირობითია.

თითოეული მათგანი მუდმივი, თანაბარი ზრუნვის საგანი - ერთი მთლიანი საქმიანობის ორგანული ნაწილია.მუზეუმში მიზანმიმართულად, საერთო ხელმძღვანელობით უნდა კეთდებოდეს მთავარი საქმე - სახელოვანი  ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებლის, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში მაღალმხატვრული საექპოზიციო გარემოს შექმნა.

 

პერსპექტიული გეგმა თან ახლავს მუზეუმის დაარსებას. იგი საზოგადოდ სრულად უნდა მოიცავდეს სამომავლო სამუზეუმო საქმიანობას. პერსპექტიული გეგმის შემუშავება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც დროებითი და მოძრავი გამოფენების სიმრავლე უსწრებს წინ.

საექსპოზიციო სივრცის დაგეგმვა უმნიშვმელოვანესი ეტაპია.


სტაციონარული ექსპოზიციის მოწყობისას მუზეუმში უნდა განისაზღვროს თითოეული ექსპონატის მნიშვნელობა - თავისი მოცულობითა და ფუნქციით.

პერსპექტიული გეგმა ის დოკუმენტია, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს მუზეუმი.
პერსპექტიული გეგმა ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთობას იმ არქივებთან, სადაც ინახება მუზეუმისათვის საჭირო, შესაფერისი მასალა-ცნობა; იგი გულისხმობს აგრეთვე თანამშრომლობას მკვლევარებთან, რომელთაც ფასდაუდებელი დახმარება შეუძლიათ აღმოუჩინონ სამუზეუმო მასალების მეცნიერული შესწავლის პროცესს.

პერსპექტიული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული სამუზეუმო ამოცანებიდან გამომდინარე გეგმიური ექსპედიციების მოწყობას (იგულისხმება კომპლექსური ექსპედიცია: სამუზეუმო ნივთის, საბუთი-ცნობის,  მოგონებების, გადმოცემების შეგროვება).
კომპლექსური ექსპედიცია პერსპექტიული გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.

პერსპექტიული გეგმის შედგენაში აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს მუზეუმის დაარსებისთანავე   შექმნილი სამუზეუმო საბჭო.

სამუზეუმო საქმე მოითხოვს დიდი ინტერესით გამორჩეულ, სამუზეუმო საქმიანობით გატაცებულ, თავდადებულ ენთუზიასტ თანამშრომლებს.


ფონდების შექმნა წინ უსწრებს ექსპოზიციის მოწყობას:
ფონდები უნდა შეიცავდეს მომავალი  ექსპოზიციისათვის საჭირო და აუცილებელ წყაროებს, რომლებიც გარკვეული ისტორიული ეპოქის სოციალურ-კულტურული გარემოს წარმოჩენას შეუწყობს ხელს.  საექსპედიციო მუშაობის დროს ძნელია სრულად განისაზღვროს მომავალი ექსპოზიცია. იგი ნათლად უნდა გამოხატავდეს საექსპოზიციო თემის  შემოქმედებით  შინაარსს, ეპოქის მამოძრავებელ იდეას. საექსპოზიციო მასალები  მოსაძიებელია - პრესაში, არქივებში, ოჯახებში.
ექსპედიციაში მოპოვებული  ფაქტები, საგნები, დოკუმენტური მასალა, სურათები, ფოტოკოლექციები შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით მჭიდრო კავშირშია სამომავლო ექსპოზიციასთან.

პერსონალურად, გამოჩენილი მუსიკოსის ცხოვრება და შემოქმედება ექსპოზიციაში ორგანულად უნდა ეწერებოდეს და თანმიმდევრულად იხსნებოდეს იმ სოციალურ-კულტურული ეპოქის ფონზე, რომელშიაც მას უხდებოდა მოღვაწეობა. ექსპოზიციაში თვალსაჩინოდ უნდა გამოიკვეთოს შემოქმედებითი პიროვნების მემკვიდრეობის მნიშვნელობა და ადგილი თავისი ქვეყნის საგანძურში.

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის ძირითადი საფონდო მასალა ფოტო-დოკუმენტაციაა. დიდი სიფრთხილე და წინდახედულებაა საჭირო ფოტო-დოკუმენტაციის კვლევისა და შემდგომ მათი გამოფენისას. მცირე უზუსტობამ შესაძლოა უდიდესი ზიანი მიაყენოს ექსპოზიციას, დაამახინჯოს მისი შინაარსი და იდეა.

მუზეუმი თვალსაჩინო საგნებით სავსე სკოლაა, სადაც ყოველ წვრილმანს გარკვეული ფუნქცია აქვს დაკისრებული ... მემორიალური ქონების ნუსხის შედგენისას, ყოველ ნივთზე უნდა შედგეს ინფორმაცია ამომწურავი ცნობების დაგროვების საფუძველზე.

მომავალი ექსპოზიციის თემატური გეგმა ახალი ექსპონატების მოძიებას მოითხოვს.  სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე, ახალგაზრდობა აქტიურად უნდა ჩავრთოთ შეგროვებით მუშაობაში _ გასვლით ექსპედიციებში, რაც გულისხმობს კონსერვატორიის ადმინისტრაციასთან აქტიურ თანამშრომლობას.

მუზეუმის თემატური სტაციონალური ექსპოზიციის მოსაწყობად საჭიროა მუზეუმში არსებული ძირითადი და დამხმარე საფონდო მასალის შესწავლის საფუძველზე მოსამზადებელი  სამუშაოს შესრულება.


ექსპოზიციის ჩვენება შემოქმედებითი პროცესია.
მუზეუმის ექსპოზიციის შინაარსის გადმოცემა განსაკუთრებულ მეთოდს ემყარება. თუნდაც სრულყოფილი, მეცნიერულად გამართული ექსპოზიცია, სათანადო განმარტებების გარეშე შეუძლებელია მნახველმა სრულად აღიქვას. გადმოცემის სტილი უნდა იყოს ცოცხალი და ამასთან, მეცნიერულად დამაჯერებელი, ფაქტებითა და ვარაუდებით გაწონასწორებული, რომ დამთვალიერებელს ინტერესი გავუღმავოთ კულტურული მემკვიდრეობისადმი. ყოველი ახალი ექსკურსი ექსპოზიციის სხვადასხვა რაკუსით გახსნის საშუალებას იძლევა. დამთვალიერებლის ინტერესების სფეროს გათვალისწინება ერთის მხრივ, გარკვეულ ჩარჩოს ქმნის და მეორეს მხრივ, ექსპოზიციის მრავალი ახალი დეტალის წარმოჩენასა და გახსნას უწყობს ხელს.


კულტურულ - საგანმანათლებლო მუშაობა.
მუზეუმის ფონდების გამდიდრების მიზნით მუზეუმში, კამერულ ვითარებაში, კონსერვატორიაში მოღვაწე გამოჩენილი მუსიკოსების საიუბილეო  თარიღებთან  დაკავშირებული ხსოვნის  საღამოების  ჩატარება, მოძრავი გამოფენების, კონფერენციების, მუსიკალური შეხვედრების მოწყობა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით წინასწარ შემუშავებული კალენდარული Gგეგმის მიხედვით.
აღნიშნული საღამოები ახალგაზრდა თაობისთვისაა გამიზნული - კულტურული მემკვიდრეობისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და თავისთავად არსებით დატვირთვას იძენს მოზღვავებული ფსევდოკულტურის გარემოში.
საზოგადოებასთან ყოველი შეხვედრა ახალი იდეების იმპულსად იქცევა.


კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლები და მათი მოვალეობები:

  • მუზეუმის გამგე - მარინე ჩიხლაძე - მართვა.
  • უფროსი სპეციალისტი - ნინო ხატიაშვილი - მეცნიერული შესწავლა.
  • ტექნოლოგი - თენგიზ ვარდოსანიძე (ფოტო-მხატვარი).

უფრო დაწვრილებით სამუზეუმო საქმიანობა გულისხმობს შემდეგს:

  • მემორიალური ქონების დადგენა, რესტავრაცია, დაცვა.
  • მიზნობრივად ფონდების შექმნა (დაგროვებითი  სამუშაოს  წარმოების  მიზნით) საექსპედიციო საქმიანობის გაშლა – მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, ხელნაწერთა ინსტიტიტში, კერძო არქივებში)
  • შემოსულობათა (მთავარი საინვეტარო) წიგნის წარმოება - (მუზეუმის საინვენტარო სამეცნიერო სამუშაოების ჩასატარებლად).
  • საინვენტარო წიგნის წარმოება.
  • სამეცნიერო დამხმარე ფონდის აღრიცხვის წიგნის წარმოება.
  • დროებითი შემოსულობათა წიგნის წარმოება.
  • პერსპექტიული გეგმის შედგენა (კათედრებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში). პერსპექტიული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მჭიდრო კავშირს იმ არქივებთან, სადაც ინახება მუზეუმისათვის საჭირო, შესაფერისი მასალა.

კონსერვატორიის სტუდენტი-ახალგაზრდობის მუზეუმის სამეცნიერო საექპედიციო სამუშაოებში ჩართვა კათედრებთან შეთანხმებული და შემუშავებული თემატიკის გათვალისწინებით.

  • სტაციონალური ექსპოზიციის დაგეგმვა _ თემატურობის გათვალისწინებით სტაციონალური ესპოზიციის    ინვენტარიზაცია.
  • მოძრავი გამოფენების მოწყობა (გრაფიკის  განსზღვრა  წინასწარ შემუშავებული თემატიკისა და გეგმის მიხედვით).
  • კავშირი მკლევარებთან, რომელთაც შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ კვლევის პროცესს.
  • კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობა მომავალი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საქმეში (წინასწარ შემუშავებული კალენდარული გეგმის  მიხედვით საიუბილეო, ხსოვნის საღამოების დაგეგმვა, ორგანიზება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით).
  • კონფერენცია-სემინარების  მოწყობა  კათედრებთან  შეთანხმებული წინასწარ  შემუშავებული გეგმისა და თემატიკის გათვალისწინებით.
  • მუზეუმის ფონდებით დაინტერესებული კერძო პირების, ორგანიზაციების მომსახურების ჟურნალის აღრიცხვიანობა ( ექსკურსია, საფონდო მასალის გაცვლა, დროებით სარგებლობაში ექსპონატის გადაცემა აქტის საფუძველზე და ა.შ.)
  • ფონდების კომპიუტერული ვერსიის შექმნა - ფონდების ელექტრონული არქივირება, კატალოგიზაცია.
  • ინტერნეტის როლის გააქტიურება სამუზეუმო საქმიანობაში თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიების, საერთაშორისო გამოცდილების გაცნობისა და შემდგომში მათი ადგილზე  დანერგვის მიზნით.
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ისტორიის მუზეუმში საექსპოზიციო-სამეცნიერო საქმიანობის უფრო ეფექტურად გაშლისა და განვითარების მიზნით.


შემოსულობათა (მთავარი საინვეტარო) წიგნის წარმოება - მასში ძირითადი სამუზეუმოფონდების ზოგადი აღწერილობის შეტანა;
საინვენტარო წიგნის წარმოება - თითოეული ექსპონატის მონაცემების დეტალური აღწერა, რაც შემდგომ ექსპონატის პასპორტის საფუძვლად იქცევა;
სამეცნიერო დამხმარე ფონდის აღრიცხვის წიგნის წარმოება სამუზეუმო სპეციფიკის გათვალისწინებით მეორადი მნიშვნელობის წყაროების დამუშავება სამუზეუმო აქტუალობის ნიშნის მიხედვით.
დროებითი შემოსულობათა წიგნის წარმოება - მოძრავი ექსპოზიციების მოწყობის, სამუზეუმო ფონდების გაცვლა-გამოცვლის, მათი დროებით სარგებლობის, სხვადასხვა სამუზეუმო სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და პრაქტიკული სამუზეუმო გამოცდილების შეძენის, ასევე საფონდო სივრცის გაფართოების მიზნით.


სტაციონარული თუ დროებითი ექსპოზიციების მასალის თემატური, მეცნიერული დამუშავება და მის საფუძველზე სასაუბრო ტექსტის მომზადება.

სამუზეუმო პროფილის სამეცნიერო პროექტების, სამეცნიერო შრომების მომზადება. საექსპოზიციო ექსკურსის ჩატარება.

სამუზეუმო ფონდების კომპიუტერული არქივირება, შემოსულობათა, საინვენტარო, სამეცნიერო დახმარე ფონდის  თუ დროებითი შემოსულობათა წიგნების ელეტრონული ვერსიის შექმნა, რაც ხანგრძლივი მუშაობის პროცესია.

 

 


 

კონტაქტი: მუზეუმი

ტელ: (+995 32) 2 99 91 49

          (+995 32) 2 33 70 88

          (+995) 599 98 09 02

email: museum@tsc.edu.ge;

           mchikhladze@gmail.com

 

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

სამუშაო საათები: 11:00 - 17:00 სთ.