თბილისის მესამე საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია (თსმკ) – “მუსიკოლოგია საზღვრებით და საზღვრებს გარეშე”, 2-3 მაისი, 2019

თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 2019 წლის 2-3 მაისს ატარებს თბილისის მესამე  საერთაშორისო მუსიკოლოგიურ კონფერენციას თემაზე  „მუსიკოლოგია საზღვრებით და საზღვრებს გარეშე“. კონფერნეციის მიზანია გამოკვეთოს თანამედროვე მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები.


კონფერენციის თემატიკა:

1.თეორიული და ისტორიული მუსიკოლოგიის თანამედროვე გამოწვევები

2.შემოქმედებითი კვლევა

3.სანოტო ტექსტის ფიქსირება: ტრანსკრიფცია, ნოტაცია, დოკუმენტირება;

4. მუსიკა, სიტყვა და გამოსახულება

5. მუსიკის ინტერტექსტუალური ასპექტები

6.  რეჟიმი, იდეოლოგია და მუსიკა

 
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე: „მუსიკოლოგიური დისციპლინების სწავლება: პერსპექტივები და გამოწვევები  უმაღლესი სამუსიკო დაწესებულებებისათვის“

კონფერენციის სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული. კონფერენციაზე არჩეული მოხსენებები დაიბეჭდება ელ. ჟურნალში „მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“ - http://gesj.internet-academy.org.ge/ge/title_ge.php?b_sec=muz


კონფერენციაზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგი ტიპის მოხსენებები:

ინდივიდუალური მოხსენება - ხანგრძლივობა 30წთ. (20 წთ. პრეზენტაცია, 10 წთ. დისკუსია)

პოსტერი - ხანგრლივობა 15 წთ. (10 წთ. პრეზენტაცია Power Point ფორმატში, 5 წთ. დისკუსია)

მრგვალი მაგიდა - ხანგრძლივობა 90-120 წთ. (ოთხი მომხსენებელი, თითოეულის მოხსენების დრო არაუმეტეს 10 წთ., დისკუსია)

 
ვადები:

15 დეკემბერი, 2018 წ. - ონლაინ რეგისტრაცია, თეზისების (200 სიტყვამდე) და მოკლე ბიოგრაფიის (100 სიტყვამდე)  გამოგზავნის ბოლო ვადა
28 დეკემბერი, 2018 წ. - მონაწილის შეტყობინება კონფერენციაზე დაშვების/არ დაშვების შესახებ (გამოგზავნილი თეზისების საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას იღებს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი)
30 იანვარი, 2019 წ. - მოხსენების სრული ტექსტის (არაუმეტეს 7 გვერდისა - ფონტი AcadNusx, ზომა 12, ხაზებს შორის მანძილი - 1,5, ველები - ყველა მხრიდან 2 სმ) გამოგზავნის ბოლო ვადა
2-3 მაისი, 2019 წ. - კონფერენცია
 

მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: science@tsc.edu.ge

კონფერენციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, კონცერტი და კულტურული პროგრამა.

 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
e-mail: science@tsc.edu.ge
ტელ.: +995 32 2 987 188
facebook: TSC Research Department