• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ქრისტინე ბუშის მასტერკლასი თბილისში
17.11.2015

 
ცნობილი გერმანელი მევიოლინეს, შტუტგარტის მუსიკალური ჰოხშულეს პროფესორის, ქრისტინე ბუშის მასტერკლასს 2015  წლის  4  დეკემბერს „სინფონიეტა სთეიჯი“ უმასპინძლებს.
მისამართი: სანაპიროს 4, შენობა 2, სართული 8.
 
მასტერკლასის ხანგრძლივობა 10:00-13:00, 15:00-18:00 სთ.
 
მასტერკლასში მონაწილეთა ასაკი უნდა აღემატებოდეს 16 წელს.
რეპერტუარი: ბაროკოსა და კლასიციზმის პერიოდის კომპოზიტორები.
 
მსურველებს გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@orchestra.ge
მომართვა ასევე შესაძლებელია საქართველოს სინფონიეტას ვებგვერდის www.sinfonietta.ge, ფეისბუქის გვერდის ან თბილისის ბაროკო ფესტივალის ვებგვერდის www.tbf.ge საშუალებით.
 
მონაწილეობის თხოვნის წერილში უნდა ჩაიწეროს მონაწილის სახელი, გვარი, ასაკი, რეპერტუარი რომელსაც მასტერკლასზე წარმოადგენს და სასწავლებელი სადაც მონაწილე ამჟამად სწავლობს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
თუ მონაწილეს აქვს სურვილი მასტარკლასზე წარმოსადგენი ნაწარმოები ფორტეპიანოს აკომპანიმენტით შეასრულოს, ასეთ შემთხვევაში მონაწილემ თავად უნდა იზრუნოს აკომპანიატორის მოწვევაზე.
 
 
მასტერკლასზე მსმენელთა დასწრება თავისუფალია.


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE