ელისო ვირსალაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
28.10.2015
გამოჩენილ პიანისტს, ელისო ვირსალაძეს სამუსიკო ხელოვნებასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
კონსერვატორიის რექტორატში შეკრებილი კოლეგებისა და მეგობრების წრეში, სტუდენტების, საფორტეპიანო კათედრის პროფესორების წინაშე რექტორმა რეზო კიკნაძემ ქ-ნ ელისოს ამ წოდების აღმნიშვნელი საპატიო დიპლომი გადასცა.
|
|