თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის "ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკის" ფარგლებში აცხადებს კონკურსს ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშოს აღწერა:
- სხვადასხვა ფორმატის მასალის გაციფრება/დასკანირება
განათლება და კომპეტენციები:
- ინფორმაციის დახარისხებისა და ინსტრუქტაჟის დაცვის უნარი
- საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები საოფისე პროგრამებში და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებიის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სამუშაო დატვირთვა:
- ნახევარი განაკვეთი (კვირაში 20 სამუშაო საათი)
- სულ: რვა ადგილი
შენიშვნა: პირველი ოთხი სტუნდენტი დასაქმდება აგვისტო-ოქტომბრის, ხოლო მეორე ოთხი - ნოემბერი-იანვრის (2016) თვეებში
ანაზღაურება: თვიურად 120$-ის ექვივალენტი ლარში (დარიცხვით)
კონკურსის ეტაპები:
I ეტაპი (22-30 ივლისი): CV და სამოტივაციო წერილის მიხედვით კადრების შერჩევა
II ეტაპი (31 ივლისი): კომპიუტერული უნარების დემონსტრირება
III ეტაპი (3 აგვისტო): გასაუბრება
IV ეტაპი (5-15 აგვისტო): ტრენინგები საოფისე და გრაფიკული (აუდიო/ვიდეო/ფოტო) პროგრამების შესასწავლად
მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი 31 ივლისამდე შემდეგ ელ.საფოსტო მისამართებზე:
giorgi.khutsishvili@conservatoire.edu.ge
liana.khorbaladze@conservatoire.edu.ge