ორდღიანი ვორქშოპი კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ
11.07.2015 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ ორდღიან ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) დოქტორანტებსა და პოსტ-დოკის ადრეულ ეტაპზე (სადოქტორო დისერტაციის დაცვიდან 2 წლამდე ვადაში) მყოფ მკვლვარებს, რომლებიც კვლევას აწარმოებენ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ნებისმიერ დარგში. ვორქშოპი ჩატარდება 2015 წლის 2-3 ოქტომბერს, სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული. აბსტრაქტების წარმოდგენის ბოლო ვადა: 31 აგვისტო.
ქეთევან ხუციშვილი - ketevan.khutsishvili@tsu.ge
ვორქშოფი კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ |
|