• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

კონსერვატორიის განცხადება
31.01.2020

 

 

 

 

 

 

კონსერვატორიის როიალების შეცვლის საწყისი ეტაპისთვის  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 300 000 ლარი გამოიყო.

 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ აქტიურად დაიწყო მუშაობა სამეცადინო აუდიტორიებში როიალების შეცვლის და ახლით ჩანაცვლების მიზნით. პირველადი და მთავარი კომუნიკაცია შედგა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.


კონსერვატორიის რექტორის და მისი გუნდის თანმიმდევრულმა მუშაობამ უმოკლეს ვადაში პირველი დადებითი შედეგი გამოიღო - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განიხილა კონსერვატორიის მიერ წარდგენილი წერილი, რომელიც ეხებოდა სამეცადინო როიალების შეძენას და სამინისტროს გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს კონსერვატორიისთვის 300 000 ლარი გამოყო.


აღნიშნული საკითხზე მყისიერი რეგირებისა და დადებითი გადაწყვეტიულებისათვის გვსურს მადლიერება გამოვხატოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბატონ მიხეილ ჩხენკელის,  მინისტრის პირველი მოადგილის ქალბატონ ირინე აბულაძის, მინისტრის მოადგილის ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩის, მინისტრის მოადგილის ბატონ ლევან ხარატიშვილის მიმართ. თანადგომისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მინისტრის მოადგილეს კულტურის მიმართულებით ბატონ ბადრი მაისურაძეს.


პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, კონსერვატორია ამორტიზებული როიალების შეცვლისთვის გეგმავს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისა და ბიზნეს-სექტორის პროცესში ჩართვასაც, რათა ეტაპობრივად მოხდეს პრობლემის სრულად აღმოფხვრა.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხელს უწყობდა და უწყობს კონსერვატორიის განვითარებას სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით (მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, ფესტივალები, კონკურსები, კვლევები და სხვა), კონსერვატორია განაგრძობს სახელმწიფოსთან აქტიურ თანამშრომლობას და იმედი აქვს, რომ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომავალ წლებშიც ასეთივე მზაობით გააგრძელებს ინსტრუმენტების განსაახლებლად დაწყებულ ამ უმნიშვნელოვანეს საერო საქმეს და გეგმიურად გაითვალისწინებს მას ბიუჯეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE