„პიროვნება, საზოგადოება, კულტურა დროის კონტექსტში“
05.06.2015 გამოვიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებულთა სერიის - “მუსიკისმცოდნეობის საკითხები“ - 2015 წლის გამოშვება. წიგნის სათაურია - „პიროვნება, საზოგადოება, კულტურა დროის კონტექსტში“. კრებული აერთიანებს მუსიკის ისტორიისა და თეორიის, სასულიერო მუსიკისა და სამუსიკო შემსრულებლობისადმი მიძღვნილ სტატიებს; ქართულ ენაზეა ინგლისური ანოტაციებით. |
|