თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოლოგი, ანთროპოლოგი და ფოკლორისტი პროფ. ბრუნო ნეტლი და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ზოგადად საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას.
პროფ. ნეტლის ნააზრევს გამოარჩევს სამუსიკო მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებების გამთლიანებული ხედვა, ზოგადად ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინური ბუნების წინ წამოწევა და განვითარება. როგორც პედაგოგმა, მან აღზარდა მუსიკოს-მეცნიერთა მთელი პლეადა, დღესდღეობით მეცნიერების სხვავადასვა მიმართულებებში წარმატებით რომ მოღვაწეობს.
დაუვიწყარი და ფასდაუდებელია ბრუნო ნეტლთან თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის, განსაკუტრებიტ კი კონსერვატორიის ტრადიციული მუსიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებისთვის.
შეუფასებელია პროფ. ბრუნო ნეტლის ღვაწლი თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. მეცნიერის შრომებისთვის დამახასიათებელი ინოვაციური მიდგომები, თავისუფალი და კომპლექსური აზროვნება ახალ პერსპექტივებს სახავს ეთმონუსიკოლოგიის განვითარებისთვის.