• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

თსკ-ს კურსდამთავრებულის სტივენ სპუნერის წარმატება
09.01.2020

 

 

 

 

 

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, აღიარებული ამერიკელი პიანისტი სტივენ სპუნერი 2020-21 სასწავლო წლიდან ა.შ.შ.- ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის კონსერვატორიის ფორტეპიანოს მიმართულების პროფესორთა გუნდს შეუერთდება. ამჟამად იგი კანზასის მუსიკის უმაღლეს სკოლაში ასწავლის.


სტივენ სპუნერი დაიბადა 1970 წელს ამერიკაში, თუმცა ძირითადი მუსიკალური განათლება მიიღო საზღვარგარეთ.


იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ნოდარ გაბუნიას ხელმძღვანელობით.

2017 წელს სტივენ სპუნერი სტუმრობდა თბილისს და მონაწილეობდა კონსერვატორიის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიის ერთ-ერთ კონცერტში. ეს გახლდათ ნოდარ გაბუნიას ხსოვნისამი მიძღვნილი მისი კლასის კურსამთავრებულთა კონცერტი.


თბილისის კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ სტივენს ამ დიდ წარმატებას.



სტივენ სპუნერი შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:

 

http://stevenspooner.com/


https://en.wikipedia.org/wiki/Steven_Spooner


https://peabodyinstitute.wordpress.com


https://peabody.jhu.edu/faculty/steven-spooner-2/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE