• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

არჩევნები დეკანის თანამდებობის დასაკავებლად
21.11.2019

 

 

 

 

 

 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საბჭო  აცხადებს არჩევნებს დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.


არჩევნების თარიღი - 2020 წლის 09 იანვარი.


კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2019 წლის 22 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2019 წლის 29 დეკემბრის  ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10, ოთახი N212 (11:00-18:00).

საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) უმაღლესი აკადემიური სამუსიკო განათლება;
ბ) შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის 5 (ხუთი) წლიანი, მათ შორის ბოლო 3 წელი უწყვეტი სამუშაო სტაჟი უმაღლეს აკადემიურ სამუსიკო დაწესებულებაში;
დ) ქართული ენის ცოდნა;
ე) ინგლისური ენის ცოდნა;
ვ) კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.

კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;

ბ) განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ (დანართი N1);
გ) დიპლომი;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პროფესორად ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
ზ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
თ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ი) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
კ) 2 ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ).

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ:  (+995 32) 2 93 52 28
ვებ-გვერდი: www.tsc.edu.ge


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE