• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

რექტორის არჩევნები
11.09.2019

 

 

 

 

 

 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო აცხადებს არჩევნებს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

რექტორად აირჩევა აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის 4-წლიანი სტაჟი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ფლობს ქართულ ენას,  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის №05/90 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდებით, რექტორის არჩევის წესითა და აკადემიური საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №01 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე. 

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2019 წლის 12 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. №8/10, ოთახი №212

აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და შერჩეული კანდიდატურის არჩევის დღედ განისაზღვრება  21 ოქტომბერი.
 
კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:

ა) აკადემიური უმაღლესი სამუსიკოს განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა - უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის შესახებ;
გ) კონსერვატორიის განვითარების სამოქმედო გეგმა;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქ/ასლი;
ე) ავტობიოგრაფია (CV)
ვ) 1 (ერთი) ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

ტელ:  (+995 32) 2 93 52 28
ვებ-გვერდი: www.tsc.edu.ge

აკადემიურის საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №01 დადგენილება სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატთა შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე.


წესი


დადგენილება


განცხადების ფორმა

 

 

 

 

 


 

 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE